ალბათ ის დროა, გამომეღვიძოს...


ალბათ ის დროა, გამომეღვიძოს —
ეს სიზმარია… თვალს ვერ ვაშორებ.
ჯერ გათენებამდე საათი რჩება —
თუ მელანდები, დრო გაილევა.

ციებ-ცხელებით შევაღე კარი —
იმედით, ვინმე დამხვდება იქვე…
თუმცა დავეძებ სულ სხვა სიზმრის წევრს,
კარის სახელურს რომ აღარ გამიღებს.

ვყვირი, ვყვირი — და ხმასაც არ იღებ,
იქნებ სახელურს აღარ მოსცილდე…
ან თუ არ გინდა ამ კართან იდგე,
მაშინ დასარჩენს ნუღარ დაეძებ.

გადი — არ მინდა, კიდევ გიყურო.
არ მომცილდები სიზმრის ლანდის ქვეშ?
კიდევ რამდენი უნდა გადავიარო,
ბოლოს და ბოლოს მიხვდე განაჩენს?!

ჰო, დიდი ხანია — უკვე ვეღარ გცნობ.
გინდ დაიტირო ყველა ჩემი დრო…
აქ, რასაც ნახავ, შენში დარჩება —
ვაი თუ გვიან გაგეღვიძება.

სადრდებელია თუ ბედის აკენწვლა —
ეს ყველაფერი მე მომინდია.
მცივა, მცივა… ვცივდები მგონი,
და შენ ამ ფიქრებს არ მოსცილდები?

ეკალს მგვრის ეს ბედისწერა —
ამ სიზმრის მოწმეს რომ ასე მჯერა.
იქნებ ავდგე და შუქი ავანთო,
ეს კარები კი შენ მოგიხურო.

გითხარი — გათენებამდე საათი რჩება…
თუ მელანდები, დრო გაილევა.
ალბათ ის დროა, გამომეღვიძოს —
გამთენიისას ,რომ აღარ გიხილო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი