გეენა


ყველამ თავზე დამადეთ
თქვენი მძიმე ხელები.
აზაზელი ვიქნები — განტევების ვაცი მე.
ჩურჩულ ჩურჩულ ჩურჩულით
მომიყევით ცოდვები,
რომ წავიდე უდაბნოდ, ხეტიალს რომ მივეცე.
მერე, სადღაც კაკტუსთან, დამშეული გიენა
ჩემს სისხლს მოსწოვს ხარბად და ჰადესად და გეენად
მაქცევს იგი — აფთარი, უზნეო და მგზნებარე.
ჩემი ბოლო ამოსუნთქვა შენ იქნები, მხოლოდ შენ...
#ვერლიბრი-#თავისუფალილექსი-#ფუტურიზმი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი