ბეღურა


ედემის ბაღში მოსული პირველი თოვლი...
პირველი გაოგნებული ბეღურა,
რომელიც არ გაფრინდა სხვაგან –
ვერ მოსწყვიტა თვალი ათეთრებულ ედემს.
კარის მცველი ანგელოზი,
რომელიც ფიქრობს:
„რად არ ვარ ადამიანი,
რომ პირველი სუსხი მეც მეგრძნო,
ვაი, რომ უღმერთო...“

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი