როცა ავფეთქდი


ყელში გაჩრილ მინასავით მჭრიდა სათქმელი,
მაგრამ ახლა ცივ ზღურბლზე აგდია
ხორცი ჩემი ნაეშვარი ძუკნა ძაღლების.
აწი რას ვიტყვი...

დამშეულ ბუზთა მონოტონური ზუზუნი
ერთადერთი ხმაა მყრალ ოთახში,
სადაც წეღან ავფეთქდი.
ზეცავ, მტვრად ქცეული მიიღე სხეული ჩემი,
რომ ნისლად აგეკრო.
წებოვან ფიქრებში ვიხლართებოდი
თქვენ გამო.
ახლა კი თავისუფალი ვარ
საკუთარი თავისგანაც
და თქვენგანაც.

თქვენ ღრიალებდით,
არადა ჩურჩულიც კმაროდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი