ხიზილალა


გლოვობს ქვირითამოცლილი დედაზუთხი.
გლოვობს ყველა მარცვალს,
ხიზილალის დასამზადებლად რომ ამოაცალეს
და მამაზუთხს თესლი რომ უნდა მოესხა.
ზუთხის გლოვა უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი –
ჩვენ ხომ ათასობით შვილს არ ვკარგავთ...
იქნებ ზღვა სულაც
ქვირითამოცლილი
დედაზუთხების
ცრემლებია.
ვინ იცის?..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი