ნუთუ, კი?
თუნუქზე ჩამოცვენილი წვიმის წვეთების მჭახე ხმასავით არის ყველა ჩემი ლექსი. წვეთმა რა იცის, რომ თუნუქზე გაშხლართვით დამთავრდება სიცოცხლე მისი და ღამის სიჩუმეში ამ ნევროტულ ტკაცუნზე დაიყეფებს ქეციანი, ცალთვალა ძაღლი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი