ერთი ღამისპირის სიუჟეტი ზღვაზე
მზე, ზღვის გულიდან აიკრეფავს გაბნეულ სხივებს და ღირსეულად დაასრულებს მეწამულ დაისს, წყალში ერთხელაც დაისველებს ყავისფერ წვივებს და მერე წავა, როგორც სხვა დროს, იშვება ტაისს. მრუმე სიბნელეს შეერწყმება ₾ურჯი მანტია ცის გასაყარზე, სანამ მთვარე გაახელს თვალებს, ზღვის სანაპირო სიფერადემ უკვე დატია, ღამის სიჩუმე მთელი არსით იკრეფავს ძალებს. ქვიშის ბალიშზე ჩასთვლემია, დაღლილა ტალღა, თავს, გუშაგივით დასდგომია წვიმის ღრუბელი, ლექსი მწერს და ფიქრს ვუტრიალებ სტრიქონებს გარსღა, გრძნობებს არ დარჩეს მარგალიტი, სიტყვა უთქმელი... ყურს მოსწვდა შორით, ხმებისა და ნოტის სიშიშვლე, სადღაც ცეკვავენ, დროც ივსება სიუჟეტებით.... ზღვის ცხელ სუნთქვაში,მოდი, შენაც ლექსი იშიშვლე, მოდი, ამ ღამეს, ჩვენც ვიცეკვოთ თავგამეტებით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი