შემოდგომა ჩემს სოფელში
კახეთში ახლა სხვა ფერია ჩემი საუფლო... დაუჭორფლია შემოდგომას მისი მზეები; შენმა შემყურემ მე ცდუნებას როგორ გავუძლო მოგეფერო და არ გისურვო გრძელი დღეები... ლოყები წითლად ატკრეციათ ალაზნის ჭალებს ცეცხლმოდებული ფოთლების მზეც გართხმია მიწას, ბაღვენახები შენს მამულში იკრებენ ძალებს ძველი კოპალა მათ მადლსა და ბარაქას იცავს. მეზვრე ვენახში შესციცინებს ვაზებს შვილივით მუხლჩაჩოქილი უალერსებს მტევნებს დაშაქრულს, არეს აყრუებს მერთვლეების ჟივილხივილი და მწვადის სუნი შერევია სოფელს დაღალულს.... ურმის კიდეზე ჩასთვლემიათ სიმინდის გალებს კაკლების ბერტყვაც,და ტკრციალი ისმის აქაიქ, გამოუკიდავთ ჩურჩხელები ხელმარჯვე ქალებს აგერ, ბავშვებმაც გამოჰკრესა კბილი აქაიქ. სარკმლის ღრიჭოში გამოჩრილა მთვარე უძილო ერთი კახური ენკენისთვეც უკვე გავიდა; მე ლექსებს არ ვწერ, შენზე ვფიქრობ გულში უცილოდ შემოდგომის მზე ჩემს სოფელში როგორ ჩავიდა.....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი