წართმეული სიცოცხლე


გულმფატრავი სიტყვებია!რა მტკივა ყველაზე მეტად?ლამაზი,სამუდამოდ დახუჭული თვალები და მისი გაყინული გული მტკივა.იმ პატარა ბიჭის უკანასკნელი,შიშისგან ღრმად ჩასუნთქული(ამოსუნთქული)ჰაერი მტკივა და ხმა,რომელიც განწირული ყვიროდა იმ ღამეში..სიბნელეში რომ დედას ეძახდა და ვერ აგონებდა ეს მტკივა ღმერთო! ის “მეგობრები” მტკივა და მათი უღმერთო საქციელი,
პატარა მეგობარი რომ მარტო დატოვეს და ასე “უბრალოდ” გაიმეტეს სიკვდილისთვის!! ის წართმეული ოცნებები და ნათელი მომავალი მტკივა,ამ პატარა ბიჭს რომ აღარ დაუბრუნებენ უკან!!
იმ სვეტიცხოველს და არსაკიძის მარჯვენას გეფიცებით,თუ გულისყურით დააკვირდებით გარკვევით გაიგებთ პატარა ბიჭის,შიშისგან აძგერებულ გულისცემას...მკაფიოდ გაიგინებთ,მისი ნაბიჯების ხმას “სიკვდილის ბილიკებისკენ” რომ მიუყვება...
და ყველაზე მეტად რა მტკივა,უფალო?!
ყველაზე მეტად მტკივა და მებრალება ის “მეგობარი” გაჩუმება რომ არჩია,ყვირილს...
ძმაკაცი რომ შიშს არჩია და რომ გ ა დ ა რ ჩ ა!!!!
ის “ძმობა” და ის ღალატი მტკივააა..:(((
ჟურნალისტებისთვის,”საჯიჯგნად” მიგდებული და ცივი მიწისთვის უგულოდ გამეტებული ახალგაზრდა მენანება და.. მტკივა ძალიან!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი