მივყვები ქუჩებს,ერთ დროს ალბათ,ჩემთვის ნაცნობებს!


ზოგჯერ მგონია სიზმარია ეს ყველაფერი,
მივყვები ქუჩებს,
ერთ დროს ალბათ,ჩემთვის ნაცნობებს..
მაგრამ ცუდია,აღარ მიდგას არავინ გვერდში,
ცუდია რადგან არ წავიდნენ,უფრო დამტოვეს..!
ახლა მარტო ვარ და ტირილსაც ვერაფრით ვბედავ,
ოცნებას ვხატავ,
ახლა მინდა ჩაგიკრა გულში!
ყველაფერი ხარ,ჩემი გულის მუდმივი ფეთქვა
და სასჯელი ხარ,
მაგრამ არა-ყველაზე ცუდი.
შენ ისევ წახვალ,როგორც ადრე წახვედი
ბევრჯერ.
და ვასეირნებ ჩემ თავს ახლა,თოთო ბავშვივით...
და ქუჩებს,ალბათ უფრო ძველს და 
ნახევრად შიშვლებს,
შენზე ფიქრები დროებით აქვს ტანზე გახდილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი