ლამის სიცოცხლე ვარდებივით შემოგაყარო.
ამბობ დავბერდი, წლები კიდევ,ვერაფერს გაკლებს.. სულში პატარა პიტერ პენი დაგყვება ლანდად, შენი სახეა ჩემი ტაძრის ყველა ფრესკაზე, შენზე ოცნება დამეჩემა უბრალო მხატვარს. ახლა ღამეა,ცხრა საათიც შესრულდეს ლამის ასე ექსპრომტად მოსულ ლექსებს, ფურცლებზე ვიწერ. ჩვენ ნევერლენდის იმ პატარა ზღაპარში ჩავრჩით და მიზეზები? მიყვარხარ და ვერაფრით გიშვებ. ამოსუნთქვა ხარ, მშვენიერი ჩემი ამინდი! ღიმილები ხარ და უმანკო სუფთა სამყარო, მე ოცნებები სხეულიდან სულში დამიდის. ლამის სიცოცხლე ვარდებივით შემოგაყარო..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი