სირცხვილია!
ხშირად ვამბობ,რომ ქართველობა და ის ქართული სული ''გადაგვიჯიშდა'',ვის რაში აინტერესებს როგორ ხარ.. ან რა გტკივა.. გგონიათ,შეეცოდებით?ფეხს გადაგაბიჯებენ და გაგწირავენ დაუნდობლად.. ქვეყანაში,სადაც მშობლები არ(ვერ)ღზრდიან წესიერად შვილებს,ქვეყანაში სადაც მეგობარი ''ძმის'' მკვლელი ხდება და ჩუმდება,რადგან ეშინია არადა იცის რომ მოკლეს მისი ''ძმაკაცი'',როცა ბავშობის ძმაკაცი ძველ სიყვარულს გადააბიჯებს საკუთარი თავის გადასარჩენად და გაგწირავს მიწის საჯიჯგნად,მაპატიე ერო და არ მჯერა რომ ''ერთსულოვანი და ჯიგარი'' ერი ვართ.. შეიძლება წარსულში ვიყავით ასეთები.. ახლა კი,ჩვენივე წარსულის ყალბი ასლი ვართ. :((( ეს მტკივა ახლაა..:((((არ მინდა ახლა, იმ გოგოზე ვისაუბრო, რომლის დაბ.დღეც იყო. მის მშობლებზე... პრობლემა ნუთუ რაშია? ბევრ რამეში. პირველ რიგში აღზრდაში და არასწორ მენტალიტეტის ჩამოყალიბებაში, რომელსაც საზოგადოება ულექავს ბავშვებს უმოწყალოდ. მერამდენე ბავშვი და ახალგაზრდა უნდა შეეწიროს "ქუჩურ გარჩევებსა" და 21-ე საუკუნეს? სირცხვილია! და ეს სირცხვილი ყველას თან დაგვდევს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი