პოლ ელუარი. სალამი სევდავ
მშვიდობით, სევდავ, სალამი, სევდავ, შენ ამჩნევიხარ ჭერის ხაზებში, შენ ამჩნევიხარ მე რომ მიყვარს, იმავ თვალებშიც. შენ სულაც არ ხარ უბედურება, რადაც გაქცევენ, რადგან ყველაზე უსუსურნი, - ბაგენიც კი, ერთი ღიმილით გაგცემენ. სალამი, სევდავ, ზრდილ მოკვდავთა სიყვარულო, თავად ტრფობის ძალმოსილებავ, რომლის ღირსება, ვით ურჩხული უსხეულო წარმოჩინდება. თვითგანხიბლულო, სევდავ, მშვენიერო სანახაობავ! (თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი