პოლ ვერლენი. Clair De Lune
მთვარის შუქი
შენი სული - პეიზაჟი რჩეული,
უხდებიან ნიღაბ- ბერგამასკები.*
ქნარს აჟღერებ, როკავ, ვით მთვარეული_
ნაღველს ნიღბავ და ბედს ეთამაშები.
იფრქვევიან გაბმული სიმღერები
სიყვარულის და სიცოცხლის დიდებად,
თუმც არ სჯერათ თავის ბედნიერების
და მათი ხმა მთვარის შუქში ირევა.
მთვარის შუქში, ჩიტებს რომ აოცნებებს
მშვიდი მზერით, ნათლით მოსილ ღამეში;
და აკვნესებს აღტკინებულ შადრევნებს,
გამომწყვდეულთ მარმარილოს ღარებში.
*ბერგამასკა- ქალაქ ბერგამოში წარმოშობილი ძველებური იტალიური ცეკვა.
(თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი