პოლ ვერლენი. Soleils couchants
ჩამავალი მზეები მიმქრალ რიბირაბოში იღვრებიან მინდვრებზე მიძინებულ მზეების მსუბუქი აჩრდილები. ჩუმი მელანქოლია უტკბილესი ჰანგებით გულის სიმებს ათრთოლებს და მავიწყებს ანაზდად მილულული მზეების მორიალე ფანტომებს. ჩუმი მელანქოლიის წითელი ფანტომები- მიჯრით მიწყობილები, ცხელ ქვიშაზე წვებიან. ზმანებებით გათანგულ, უჩვეულო ხილვებში ვებერთელა მზეები როკვით მიირწევიან. (თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი