გიიომ აპოლინერი. მირაბოს ხიდი
მირაბოს ხიდქვეშ მდინარებს სენა და ტრფობა ჩვენი მან გამახსენა როს ნეტარებას ვიღებდით ძნელად და ტანჯვის წილად მოდიოდა ყოველთვის ლხენა ღამდება რეკენ მწუხრის ზარები ჟამთასვლას მე არ ვეზიარები ხელგადაჭდობით ვდგევართ პირისპირ და ჩვენს მკლავებქვეშ თოთო ბალღივით წყნარად ტორტმანებს ტალღა ირიბი გამუდმებული მზერით დაღლილი ღამდება რეკენ მწუხრის ზარები ჟამთასვლას მე არ ვეზიარები და სიყვარულიც ასე მდორედ მიედინება ვით ეს ცხოვრება უფერული და უღიმღამო მაგრამ იმედი მაინც იბრძვის არ დანებდება და ჯებირების გადალახვას ჯიუტად ლამობს ღამდება რეკენ მწუხრის ზარები ჟამთასვლას მე არ ვეზიარები არც ის დღეები არც ის ტრფობა არ დაბრუნდება დრო ულმობელი მოერევა, გადახუნდება მხოლოდ ამ ხიდქვეშ კვლავ იდინებს ტალღები ქვენა და ძველებურად იდუდუნებს ბებერი სენა ღამდება რეკენ მწუხრის ზარები ჟამთასვლას მე არ ვეზიარები (თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი