ჟან-რიჩარდ ბლოჰი. Quelques haï-kaï რამდენიმე ჰაიკუ
* * *
მკვდარი ფოთოლი -
გოგო ბაქანზე, წვიმით მბრწყინავზე,
იანვრის სუსხში, დილა სისხამზე.
* * *
სასოწარკვეთის ნიშანი ქუში -
ერქვანი ცისკრის
ნაწვიმარ რუში.
* * *
ღია ზღუდის შირმა
ნებას გვრთავს დავინახოთ
ბზის აყრილი ტანი -
ზამთრის ნაზი წვიმა.
* * *
კაჭკაჭმა ცა გადავლო
და თავის მხრივ, მისმა ჩრდილმაც
ცაზე კვალი გაავლო.
* * *
ღამისთევა მარტოობაში -
ჟამი, როდესაც ანდირონებიც ნებდებიან,
გაგვამხნევონ
* * *
ყალბი სინათლის შუქზე
ველზე ყველა ცხვარი
ნათლის სვეტად მოსჩანს
* * *
დოლის დაქუხება -
მიწას სექტემბრის ელჭექი
დაატყდა.
(თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი