ივ ბონფუა. ზაფხულის ღამე


მიდიოდა ზაფხული, დიდხანს იწურებოდა,
გარინდული ვარსკვლავი ჩამავალ მზეს ჯაბნიდა
და სინათლის ხელებით, მსგავსად მსუბუქ ნავისა,
ჩვენს ჩურჩულში მიჰყავდა დღის ზაფხული ღამისას.
და გულგრილ ვარსკვლავიდან, თითქმის, გემის ქიმამდე,
უცხო ნათელს შეემკო უღრუბლო და მშვიდი ცა.
ტრიალებდა... ბრუნავდა ყველაფერი გემივით,
თითქოს არც კი უწყოდა, უკვდავ სულად ვით იქცა.


(თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი