ლილიან ვუტერს. ალოე
ზოგჯერ სურვილს და სიყვარულს ღამე
ერთად ძინავთ.
სწორედ ამ დროს მზეც და მთვარეც
ცაზე ერთად ბრწყინავს.
ლილიან ვუტერს. ალოე. Luneau Ascot Éditeurs, 1983
ალოე
ას წელიწადში ერთხელ, თურმე,
ყვავის ალოე. და ჩემი ბედიც, ვიცი,
ასე მოიალოებს.
ერთი წუთისთვის რამდენი დღე
ლეწავს კალოებს,
ის ერთი წამი, წლის რამდენ დროს
მოკლავს, ამოლევს.
ო, ჩემო დროო, რომელ ქერქის ქვეშ
მიმალავ მარადისობას,
როცა მტოვებ,
რომ არ დათმო ძალაუფლება
და ნაწილ-ნაწილ,
ჩემს თითეულ ამოსუნთქვას
ჩუმად მიჰყვები?
სუნთქვას რომელსაც, ოცდაათი წელია უკვე
შეეჩვია ჩემი სხეული,
შენს რიტმზე აწყობ, თითქოს არც ვიყო
და ეს ცხოვრება
არც ყოფილა ჩემი რჩეული.
სუნთქვაშეკრული დავალაჯებ,
ქარსავსე პირით,
ვჭამ, ვსვამ, ვიძინებ, ადგილს ვიჭერ,
ვიცინი, ვტირი.
დავეხეტები, საკუთარ თავს,
ვეძებ და ვკარგავ,
გამოვედევნე ალთა-ბალთას,
ყოფნის არაკებს. _
ვერავინ ვნახე, ერთი ბრიყვი
არსების გარდა,
მისი ხმა თავის თავზე
რომ ლაპარაკობს.
მე აქ არა ვარ,
ჯერ კიდევ არ დავბადებულვარ.
დაიმახსოვრეთ, ერთ დღეს
მის ადგილს თუ ობლად ნახავთ
და რეალურად, მიღმა სხვათა,
თუ უმატებს ამ თვეში ყინვას,
ან სულ გაქრება თავხედი ხმა -
მაშ, ქიმერამ კარი გახურა,
ან თამაშია, რომ ცხადადა ჩანს.
მან სიტყვა ვერ შეასრულა,
ვერ შეძლო, ეცოცხლა.
(თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი