გიორგიოს ვაფოპულოს. ტრაგიკული სიმფონია
ო, ხსოვნავ, ჩემს სულს ერინესებრ ადევნებულო, ბნელო აჩრდილო, ტყუილად რომ ეძებ სიმშვიდეს, გულგრილად ვიტან მე შენს მტრობას, შურით ვნებულო, მაგრამ სულს მიხშობს რაღაც უცხო ძალის სიმძიმე. ბრძოლების ზათქში ჩამუქებულ ოკეანიდან, დამარცხებული, დამსხვრეული კართაგენიდან, აზავთებული გრძნობების ზღვა ჩემში გადმოდის აბორგებული შენი მზერით, ო, პოსეიდონ! (თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი