ანთულა სტათოპულუ-ვაფოპულუ. შეიძლება
შეიძლება, აღარასდროს დავბრუნდე,
შეიძლება, ვეღარასდროს მიხილო,
შევაჩვიო თვალი ახალ ადგილებს,
მომეწონოს სხვა ველ-მინდვრის ღიღილო.
შეიძლება, სხვა თვალების ფოფინმა
დამატყვევოს, დამავიწყოს სიმწარე,
რომ დამადნო სულმთლად შენმა ლოდინმა,
დარდიანმა, ბევრი ცრემლიც დავღვარე.
რა მინდა ან რას ვგრძნობ ახლა, არ ვიცი
და ვტრიალებ, როგორც ქარის წისქვილი.
გავუყვები ბედისწერის ლაბირინთს,
მივენდობი ჩემს ხვედრს ისევ, სიცილით.
შეიძლება, ტრფობამ გადამიყოლოს
ტურფა მწუხრის უცხო სანაპიროთა;
დავემონო უფრო ძლიერ სიყვარულს,
სხვა თვალების ტბათა უნაპიროთა.
ანდა, იქნებ, ისევ შენთან დავბრუნდე,
გულნატკენი და საღერღელაშლილი,
რომ ვიყუჩო შენს მხურვალე მკლავებში,
მაწანწალა, ონავარი ბავშვივით.
კრებულიდან "უძილო ღამეები" 1932წ.
(თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი