პეტროს ვლასტოს (1879 - 1941) კოლხიდები
გემი გავმართე, მითიური, სამოგზაუროდ. აფრა ავუშვი მეწამული, ღვთივკურთხეული; ხომალდის ქიმით განიკვეთა მშვიდი ზღვაური და მოაჯირებს შემოადგა ფოლადის ფარად. აღთქმული მაქვს, ოქროს ვერძი წავართვა დრაკონს, ცეცხლისმფქვრეველს, ფრიქსესეული. არ შევუშინდი ქარიშხლის თარეშს, მზაკვარ ლამიებს არცა რა ბოროტ სიმპლეგადებს, არცა ჰარპიებს და კოლხთა მიწის ალგიან ნაპირს მივაგდე არგო. ვიხილე განძი, ჯადოსნური, გაუვალ ტყეში, ირგვლივ დაბურდულ თილისმებით, სისინა, ფხიზლად მოდარაჯე ურჩხულებით და ვინატრე შველა ... და ო! აიეტის სასახლის მიღმა, ძრწოლვით მზირალთ, გადავაწყდი მედეას თვალებს. (თარგმანი რურუდან გოგბერაშვილის)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი