მიხეილ არგიროპულოს.იმტვრევა ლირა


კარს მიღმა, ღამის სიხარული დაგიდარაჯდა,
ჩაგსაფრებია გარეთ გრძნობა, ნაგვიანევი.
ჰანგში სურვილი ასხმარტალდა, ამოფორაჯდა,
დაჭიმულ ხემებს აკანკალებს მთრთოლავი ხელი.

წელში მოხრილნი გაივლიან ღამისმთეველნი
და თაყვანს სცემენ მეუფებას მშვენიერების.
მათი სიტყვები, სიყვარულის ლოცვის მფრქვეველნი,
და მელოდია, ვით თილისმა, ტკივილს განდევნის.

ტკბილო გოგონავ, შენ კი ისევ იქ ხარ, ფარულად 
სულში დიდების სიამაყე შემოპარულა,
და აძლევ ნებას, შეისრუტოს ბედის სურნელი,
შეყვარებულთა სამოთხისა, განუკურნელი.

მხოლოდ, შენს გვერდით, მომღერალი ვინმე, ყარიბი,
შენი დიდების შუქის ჩრდილქვეშ ბედით დასჯილა,
მსმენელის გრძნობებს სიბრალულის აღავსებს ლიბრი,
მისი ტკივილის მდუმარებით იმტვრევა ლირა... 

(თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი