მანოლის რასულის (1945 - 2011) შენ, იჭვო ჩემო!
როდესაც სურვილს აფრებს ავუშვებ, ვერ მაჩერებენ თავად ღმერთებიც. ერთი საათიც ვერ ვძლებ უშენოდ, მზე მიბნელდება, უფრო ვხელდები. შენ, ჩემო იჭვო, ცხოვრების დვრიტავ, ეს გული მხოლოდ შენით სულდგმულობს. არ მიმატოვო, სულ ჩემთან იყავ, ჩემი ფიქრების ლამაზო მდგმურო. შენ, ჩემო იჭვო, ხმავ, ზეციერო, შენ, სიყვარულზე უფრო ძლიერო. ოღონდაც, მაშინ დამტოვე, როცა ის მეწვევა და ჩერდება დროცა. ტყუილს გაკადრებ და ჩუმად ვტირი მატირებს ტრფობა, ეჭვი და შური, როცა ვტყუივარ, უფრო ვაშავებ, და კიდევ უფრო ძლიერად ვტყუი. შენ, იჭვო ჩემო, მე შენით ვცოცხლობ; მელაპარაკე, ძლიერო გრძნობავ, მხოლოდ, მაცალე მე მისით თრობა და მიმატოვე, როცა ის მოვა. (თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი