მერი ო მეილი. სონეტი პარიზს
რა მშვენიერია "ნოტრ დამი", აწვდილი ცისკენ. რა გამოუცნობ, ენითუთქმელ შეგრძნებას იწვევს. ვერ დაიჯერებ, რომ მსხვერპლია ულმობელ ხანძრის ატევრებული, ჯანღაყრილი გუმბათი ტაძრის. ბობოქრობს ყოვლისწამლეკავი სტიქია, ცეცხლი - დიდი ოსტატი ნაცრადქცევის, ნგრევის და მსხვერპლის. აკელაპტარებს მცირე სამზადს ჩინური ბაღის და ოქროს ხატი უფრო ბრწყინავს, ალმური ასდის. ცეცხლი იმატებს, სარკმლებს სწვდება ცისფერი ალი; ნუთუ, ხანძარმა უნდა შთანთქას ყველაფრის კვალი! მალე თენდება, ამ დღის გმინვა არ გსურს გესმოდეს; მონსტრები თვლემენ და ღრმად ძინავს გონსაც, ესოდენ. ეს დღე მისია, ღვთისმშობლისა, ვით დღე ყოველი, მას ბოროტება ვერ დაჯაბნის, გონჯი ცხოველი. თუმც, ღამის ბინდი ვეღარ ფარავს ტაძრის ნანგრევებს, ცეცხლის ენებიც ჯერჯერობით არა ქრებიან, მაგრამ წყლის ჭავლის შადრევნები იმუქრებიან და მოხდენილი ფიგურებიც ყალყზე დგებიან, რომ შეაჩერონ უღმერთობის ორომტრიალი დაფუსფუსებენ მოსასხამთა ფრიალ-ფრიალით. თმააწეწილნი რიალებენ ცეცხლის მწველ შუქზე, ნახშირნარევი ჭირის ოფლი უბრწყინავთ შუბლზე; ენითუთქმელი მწუხარება ტრიალებს ირგვლივ, ბრიალებს ცეცხლი... ღვთისმშობელი ზეცისკენ ილტვის... (თარგმანი რუსუდან გოგბერაშვილის)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი