****
ისევ როიალი კვნესის შენთან შეხვედრაზე კარგო შენი სიფარფატე სულის ისევ თეთრი ვარდი... ტანგო... დღეს მე გადაგიხსნი ჩემს წიგნს სულს სულ გავიშიშვლებ კარგო მხოლოდ ეს სიმღერა მესმის ასე ფაქიზი და სათნო... ჩვენი შხვედრები სიზმრის ოცნებებს რომ ამსხვრევს კარგო ისევ როიალი კვნესის ისევ თეთრი ვარდი ... ტანგო მხოლოდ ამ რითმაში გხედავ , მხოლოდ ამ მოტივში გხვდები , გულს სულ ფურცელ ფურცელ დავშლი, სადმე რომ მენახე კარგო... შენი სიფარფატე სულის ასე გულწრფელი და სათნო მხოლოდ როიალი ძველი ისევ თეთრი ვარდი ... ტანგო....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი