მეცო ფორტე
შარდენზე „ფეშენი“ , მერე სიონი, რამხელა კონტრასტია იქ „სვეცკური“ სიონთან მათხოვრები.ერთს სამი ლარი მისცა, მეორეს ორი. ლესელიძე . აქ ციგნები . ჭუჭყიანი ფეხებით და ფრიალა კაბებით. ერთს თოთო ბავშვი მიუბია ზურგზე .„მოდი გიმკითხაო ძია“ აეკიდა ახალგაზრდა, ციგნის გოგო. შავი კულულა თმებით და იისფერი კაბის ფრიალით „ რაღაც გტკივა“ ...“ პაგადაიუ „ სედრცე უ ტება ბალიტ... დობრი ტი“....’ –არ მინდა,გაიხარე! –და ისევ მოდის. ნეკამ დაურეკა ამ დილას . საქმე მაქვსო, ალბათ ისევ ფული. დღეს ოთხისნახევარზე უნდა მოვიდეს. ახლა რომელია ?სამისნახევარი.მანამდე კი მივა სახლში და ცოტას წაუძინებს. ამ დროს ისევ „ ციგანკა“ – –„პოგადაუ ნუ“დენგი ნე ნადა“.... –ხო კაი მიდი აბა!– ახლა უკვე აზარტმა აიტანა ვახო-მიდი ჰა!–მერე გოგომ ხელისგული გამოართვა და შიგ უჩინარი წერილის კითხვა დაიწყო- -„ბოლ ვ სერდცე“ სული გტკივა , ვიღაცამ გატკინა გული ძია რა კეთილი ხარ , შენ ხომ არ ბრაზობ პროსტო გეცოდება და გტკივა, რამდენი სინათლეა, რამდენი სიკეთეა ,ღმერთმა დაგლოცოს, მარა გტკივა ! -რამდენი უნდა მოგცე ?- საფულე გახსნა ვახომ -არ უნდა მომცე !- გოგომ თვალებში შეხედა ჯერ და მერე თავი დახარა- წადი ძია, შენ გტკივა , არ უნდა მომცე ფული.... - მაიცა, მაიცა რატომ არ უნდა მოგცე ?- ვახო გამოშტერდა -იმიტომ, წადი.... - არა, არა , ეს ხომ შენი საქმეა!-სული შეეხუთა ვახოს -მე ვიგრძენი ტკივილი ვიგრძენი წადი ძია ... წადი... - გოგომ თავი დახარა. თვალებში ვეღარ უყურებდა . თრთოდა... ვახო ძალიან დაიბნა . მერე ხელზე ხელი მოუჭირა და გაშორდა. ვახო ფილოსოფოსია და ახლა ჰუმანისტურ ფსიქოთერაპიას შეუჩნდა. მასლოუს და როჯერს ამუშავებს . რამდენჯერმე თერაპიული სესიაც სცადა . მთელი წელია ფსიქოთერაპიისა და რელიგიის გადაკვეთის საკითხებზე ფიქრობს . ვერაფრით ამოუხსნია ვის მეტი მისაწვდომი აქვს ადამინის სულთან ფსიქოთერაპევტს თუ მოძღვარს . რამდენიმე სემინარის ინიციატორი იყო . ამტკიცებდა რომ თერაპიული მიმდინარეობები უფრო სულიერი უნდა გახდეს და რელიგიას დაუკავშირდეს. ამ იდეებს კრიტიკულად უდგებოდა ფსიქოლგთა უმრავლესობა მოძღვრებში აზრთა სხვადასხვაობა იყო. ზოგს ფსიქოთერაპიის გაგონება არ სურდა და პოლემიკას ტეხდა. ზოგი პირიქით ფსიქოთერაპიას ეყრდნობოდა საკუთარ საქმიანობაში და ვახოს ახალი იდეები მისაღები მიაჩნდა . და ეს აზრთა ჭიდილი რათქმაუნდა დიდი მასალა იყო სადისერტაციო თემისთვის და ვახომაც დაიწყო თეზისები . თუმცა ემოციები გასაქანს არ აძლევდა. არეული ცხოვრების რიტმი , გატეხილი ჯანმრთელობა , უძილო ღამეები ხელს უშლიდა ცივი გონებით ეფიქრა და ისიც წელავდა საწერს . თუმცა სულ ერთსა და იმავეს ფიქრობდა. ფილოსოფიაც გარკვეულწილად ავადობაა, რამდენჯერ გაუტაცია აზრებს გზაში. მერე უცებ პური უნდა იყიდოს და თუ კაი ბიჭი ხარ, კონცენტრირდი და გამოთვალე რამდენი გეკუთნის ხურდა ხუთი ლარიდან თუ ოთხმოცდაათ თეთრიან დაჭრილ პურს ყიდულობ . არა მათემატიკა იცი , როგორ არა, მაგრამ როცა ტვინი გეჭყლიტება კანტისა და სახარების პარარელებზე ხურდის გამოთვლა გიჭირს . წარმოიდგინეთ რა დაემართა ბოშას რომ დაშორდა. ამ პატარა ჭუჭყიანმა არსებამ ერთ წამში თავზე დაამხო ფილოსოფიური სისტემები და რელიგიური დოქტრინები . მართლაც რა სჭირდება ადამიანს მეორე ადამიანის შესაცნობად . ხელის გული? სად წერია ტკივილი? არადა რა მართალი იყო პატარა ქალი „ გტკიივაო“.საიდან გაიგო, საიდან მიხვდა. ვინ არიან ეს ქუჩის მაწანწალა „ჰაქიმები“, ჩვენ რომ არაფრად ვაგდებთ. რა ძალა აქვთ სულის შეცნობის?! . ტკივილმა ტკივილი იცნო... რა სევდიანი ვინმეა ეს ქალი და რა ღრმა,რა ლამაზი, ლამაზი სულით... და უცებ ვახო მიბრუნდა. ზუსტად იცოდა რა უნდა ექნა. ყვავილებთან მივიდა დიდი თაიგული იყიდა და ლესელიძეს დაუყვა. ნეტა იპოვოს და უცებ ხედავს ისევ იქ დგას ქალი და გზას უყურებს .აღარ მკითხაობს. თითქოს ვიღაცას ელის. მახო მიუახლოვდა -რა გქვია? -კატერინა... -ვარდები მოგიტანე კატერინა.. -რატომ? მადლობთ –და უცებ ვახოს ხელს იღებს და კოცნის „დობრი, დობრი ტი მოი დობრი“... -კატერინა... ლამაზო კატერინა... მერე სიშორე და საოცარი დანაკლისის განცდა. აბა ვის აუხსნი კაცი რომ ვიღაც ბოშასთან დაგრჩა გული... ტკივილი გამოყვა და საოცარი სიმჩატე. ნაზი, გამოუცნობი სულის სიფარფატე.... რა არის შეხვედრა? შეხვედრა ქვაკუთხედი ადამიანური ფილოსოფიის . უამრავი კითხვა და ათიათასი პასუხი. დაკარგული უთქმელი პასუხი.... ნეკა ოთხზე მოვიდა . ვახო კითხულობდა. ქალიშვილი საუბრით შემოვიდა ოთახში. შავი ძალიან ლამაზი ლაკის საწვიმარი ეცვა –გაიხადე მამა! –არა ვახო, ვჩქარობ –ნეკამ მოუკიდა – ორ თვეში გასტროლები, გედების ტბა ჩემია, ისე ვცეკვავ! აუ მა, აჩიზე აიჩემა „სასტავმა“ გეიაო არადა მე ხო ვიცი არა. ხო ვიცი.... –ყავას დალევ ნეკა? –კი, რა ვახო ცივი !– ვახო გავიდა ნეკა წიგნების კარადას მიუახლოვდა . დათვალიერება დაიწყო . „სულ ფილოსოფია წყალწაღებული. სულ ფილოსოფია“ –აუ მამა როდემდე ეს ადამკუკუსდროინდელი ფოტო რა?!– ვახო ცივი ყავით დაბრუნდა . მაგიდაზე დაუდგა და სავარძელში ჩაჯდა –აღარ მოგბეზრდა სენტიმენტები, მოაცილე რა !–უთხრა ნეკამ და ფოტოზე ანიშნა. სურათზე ვახო , მისი მეუღლე სალომე და ნეკა, სულ პატარაა სურათზე გოგო . მამას უზის კალთაში. –ეგ უბრალოდ მოგონებაა ნეკა, მე სალომეს სულ ველაპარაკები .... –მეტაფიზიკური კონტაქტი და რამე ხო? რამდენი წელი გავიდა დედას მერე ? –ოცი... –ეჰ ....მამა , მამა, ჩემო ჩამორჩენილოოო, წარსულში ჩარჩენილო, შენ არ გინდოდა ყავა? –წნევა მაქვს! –მოხვალ პრემიერაზე მამა,? ბილეთებს ვერ“ გიჩალიჩებ“ რა, ვახო, ბავშვებმა გამბრდღვნეს. –ყოჩაღ მამა –გამოეხმაურა ვახო –გედების ტბა უკვე კლასია! – შენ რომ მაღიარებ ეს აღსანიშნავია! –მე სულ გაღიარებ მამა... –არა,შენ სულ მაკრიტიკებ, ვახო! –კრიტიკა შემოქმედების აუცილებელი პირობაა, ისე ვერ გაიზრდები... –აუ ახლა ლექცია არ წაიკითხო რა , აუუუ მა მი–ყვარ– ხარ! –რა შუაშია ლექცია?!–დაიწყო ვახომ –არა თავშია , ცივი ყავა უფრო საკაიფო გამოგდის ვიდრე ფილოსოფიური ბაასი! ვაჰაჰა –მადლობთ რატომ წუხდებოდი ნეკა!–ვახომ გაიცინა . მერე ადგა უჯრიდან კონვერტი გამოიღო და ნეკას მისცა . მერე შუბლზე აკოცა და ისევ სავარძელში ჩაჯდა ახალ ღერს მოუკიდა –აი ახლა ჩემი კეთილი მოხუცი ხარ ! წავედი... არ მოიწყინო! –ჰო მამა! – ვახო არ ამდგარა ნეკამ კარი ხმაურით გაიჯახუნა .... ოცი წელი... ოცი წელი... ვახომ ვალიდოლი ჩაიდო და ლოგინზე წამოწვა .... მერე თითქოს ცხოვრების ალბომში შეძვრა და ფურცვლა დაუწყო .... აი სალომეს და ვახოს ქორწილი. მერე ჩვეულ რითმში ჯდება ცხოვრება. ხან კამათობენ კიდეც, ერთმანეთი ძალიან უყვართ.აი ნეკა, ჩვილი ,დედის ხელში. მერე ბორჯომის პარკში სამივენი კარუსელზე. აი სალომე თანამშრომლებთან . ფიზიკის ინსტიტუტში მუშაობდა . ხუთასი კუპონი ჰქონდა ხელფასი . ვახო სამსახურს ეძებდა. სიდედრი სულ ერეოდა . „ნუ ფილოსოფოსობს ოჯახს მიხედოსო“. ვახო მშვიდია. სწყინს მარა დუმს . თუმცა შეიძლება ითქვას არც სწყინს . რუსუდანი ძველი ქალია ბოჰემური ცხოვრების არა გაეგება . მთავარია სალომე უგებდეს. მერე იმერეთში მიდის ფიზიკის ინსტიტუტი ექსკურსიაზე და ვახო არ მიყვება . „მე რა მინდა. მყუდროობას დაგირღვევთო“ დილის შვიდ საათზე გავიდა ავტობუსი ნეკა რუსუდანს ჰყავდა დატოვებული. ვახო იმ დღეს ადრე დაბრუნდა და ნეკა სახლში წამოიყვანა . აჭამა დააძინა. „სალომე იგვიანებს... ნეტა რად იგვიანებს?“ ამ დროს მეგობრის ზარი– –ვახო ავოტბუსი .... ავტობუსი გადატრიალდა წეროვანში ვახო.... სალომე მძიმედ არის! –ნუგო შენ საიდან იცი? სად ხარ ნუგო ?... ვაიმე სალომე.... მერე უჩვეულო ჩვეულად. გათიშული ტრიალებს პანაშვიდებზე. დანგრეულია და მაინც დგას. „შენ რომ წაყოლოდი!“ ღრიალებს რუსუდანი... მაგრამ ახლა სულერთია რა ამბობს რუსუდანი.... ახლა ყველაფერი სულერთია.. ყველაფერი გვიანია .... გასვენების მეორე დღეს ნეკას აბრუნებს სახლში .თვითონ ბანს თვითონ აჭმევს და საწოლში ნეკა პირველად ეკითხება –მამა დედა მალე მოვა? ასე დაიწყო უცნაური ზღაპარი “დედა სამსახურმა გააგზავნა შორს, სხვა ქვეყანაში ლამაზ ქვეყანაში. ბევრი ხნის მერე მოვა. დედას ძალიან უყვარხარ მამა.” მერე უკვე ხუთი წლისა კითხულობას “მამა დედა სად არის?“ ... „დედა ამერიკაშია და ბევრ საჩუქრებს მოგიტანს“ მერე ექვსის „მამა დედა მოვა?“ „ნეკა დედა ცაშია, ანგელოზებთან, ძალიან უყვარხარ დედას“და აქ პირველად ეშინია ნეკას ყელზე ეხვევა „არ წახვიდე მამიკოოო“ …იმ საღამოს პირველად დასჭირდა ვალიდოლი ვახოს. ნეკა ძირითადად ბებიას ჰყავდა. ფრანგულზე ატარებდა. საბალეტო სკოლაში შეიყვანა. ვახო ტელევიზიაში მოეწყო რეჟისორად. გამუდმებით პულსზე ედო ხელი, საკუთარ გულისცემასაც ითვლიდა და ნეკას სულიერი, ზრდის რიტმსაც. სულ სადღაც მიყავდა. ელაპარაკებოდა. აცინებდა. ემეგობრებოდა. მაგრამ მერე წამოიჩიტა ქალი. საიდუმლოები გაუჩნდა. მერვე კლასში უკვე ვიღაც მოსწონდა. არა თქმით თვითონ არ უთქვამს და სხვაც ვინ ეტყოდა ვახოს, მაგრამ ალღოთი გრძნობდა. მამასთან სეირნობას უკვე მეგობრები ერჩია. სადღაც , სადღაც უჩინარ მომენტში ძაფი გაწყდა. ვახო ფიქრობდა და ვერ მოეფიქრა ეს გარდამტეხი წუთი. დრო როცა ნეკა უცხო გახდა. თეატრალურში რომ მოეწყო მამას გაუბოლა.აი, ასე ამოიღო სიგარეტი და მოუკიდა. ვახოს სიტყვა არ დასცდენია. მხოლოდ ტკივილი იგრძნო, აი ის პირველი დაკარგვის ტკივილი, სალომე რომ დაკარგა წლების წინ. სალომეს თითქოს არც დაშორებია. სულ თვალწინ ედგა. დრო გაჩერდა . დრო სადღაც იქ ყმაწვილობაში ჩარჩა. საშინელი გრძნობაა ახალგაზრდა ადამინის დაკარგვა. თვითონ სიცოცხლე ბერდება ან ჩერდება ამ დროს. ხომ არსებობს გაყინული დრო. უჟამობის ჟამი. შენ ისევ იქ ხარ და დამთავრდა. მარტოობა? მარტოობას თითქმის ვერ გრძნობდა , უბრალოდ იყვნენ ის და სევდა, ანდა ის და წარსული, სადაც დარჩა მისი სული. თუ კანტს კითხულობდა ან ელისს გონი აქტიურად ერთვებოდა ლოგიკურ ხლართებში . ძიობდა ფიქრობდა. მერე უცებ უღონობა. ჯერ სალომეს სურათს აშტერდებოდა დიდხანს მერე ფორტეპიანოსთან ჯდებოდა და შოპენს „უცანურად სიამოვნებდა სევდის გამძაფერება. ტკივილი ... თუ ტკივილს ვერ იგრძნობდა, თითქოს თვითონაც აღარ იქნებოდა ის ვინც არის, ის.... მაჟორი სევდას ამძაფრებს ხანდახან.... **** მეორე დღეს ისევ ლესელიძე. წვიმდა. არა შემთხვევით არა, თუმცა არც გამიზნულად . ეძებს კატერინას ეძებს. არ არის. გზა ნაცნობი და ცარიელი. დავითაშვილის აღმართის ავლა სულ უჭირდა როცა წნევა ჰქონდა. უცებ იისფერმა კაბამ გაიქროლა ჩიხისკენ , მოიხედა, არვინ ისევ სიცარიელე. გალუცინაცია დამეწყოო იფიქრა ჯერ , მერე „მელას რაც ელანდებოდაო“გაეცინა თავისთვის. სახლში ნაცნობი მასპინძელი, სიმარტოვე. ისევ კანტში ჩაძვრა. წვიმამ მოუხშირა . მაისი იყო. ძალიან მალე მიხვდა რომ გული უჭერდა და სუნთქვაც უჭირდა. შეწვა . იწვა და არაფრზე ფიქრობდა . იწვა დიდხანს და მხოლოდ საკუთარი გულისცემა ესმოდა. რამ აუჩქროლა გული? ნუთუ დაიმსხვრა გლოვა ? არა თვითონ კარგად იცოდა რომ გლოვა უნდა დამთავრდეს ოდესღაც . ასეა ფსიქოთერაპიულ თეორიაში, ცხოვრებისეულადაც ასეა, მაგრამ განცდები ხომ არ მიყვებიან თეორიებს. განცდას საკუთარი პიესა აქვს. რეჟისორიც თავად არის და შემსრულებელიც, რაც არ უნდა თავი გამოიდო მაინც მის დაკრულზე ცეკვავ. მაგრამ ახლა რა დაემართა? სად არის? ნუთუ წლების წინ დახურული სულის კარი გაუღო „ციგანკას“? ეს დაუჯერებელია . წარმოუდგენელია. ფორტეპიანოსთან მივიდა . შოპენი – ჯერ ერთი აკორდი მოსინჯა მერე აკორდმა აკორდი შვა ,მაჟორული მაგრამ ამავე დროს ტრაგიკული.... ამ დროს ზარი. კარი გააღო და ეგონა მოკვდებოდა. თავჩაქინდრული კატერინა იდგა მის წინ.... -შენ მეძებდი ძია , რად მეძებდი? მე მოვედი და წავალ.... შენ რომ მეძებდი იმიტომ გამოგყევი და მოვედი, მე წავალ ძია! - არა ,არა, კატერინა პატარა კატერინა მოდი, მოდი!- მერე შემოიყვანა და ოთახში დასვა გაწუწული. თვითონ მუხლზე ჩაიჩოქა მის წინ და უყურებდა გაქვავებული. უყურებდა როგორც სამუზეიმო ექსპონანტს. შედევრს, მისთვის ძვირფასს და დაუფასებელს . კატერინა სველი იყო და კანკალებდა. - შენ კეთილი ხარ ძია... მე შენი გული ვიცი... -ჰოდა საიდან იცი, საიდან იცი? … - ვიცი. რომ დაგინახე... მე შენი სული დავინახე ძია... მერე კატერინა კანკალმა აიტანა . აშკარად სიცხე უწევდა. ახველებდა, მძიმედ სუნთქავდა, სციოდა თანდათან სულ უფრო და უფრო გაურკვეველ ფრაზებს ამბობდა „მან მოკლა დედა.“ მან იყვირა... დედას უყვირა“ თქვენ გტკივათ „დუშა უ ვას ბალიტ“ ... მე ვიცი...“ „ მე ვაპატიე , ის ჩემი ძმაა... მე ვაპატიე „ ვახო დატრიალდა , ლაბადა გახადა, ქალს კაბის ქვეშ გრძელი პერანგი ეცვა . ასევე შეაწვინა ლოგინში და თბილად დაახურა. თერმომეტრი ჩაუდო . ძმრიანები მოიტანა. კატერინას სიცხე 39 და 5–თი ჰქონდა. დაუსრულებლად ლაპარაკობდა „მან დედას უყვირა, დედა მოკვდა , მე უნდა ვაპატიო“ .... ვახომ სცადა დალაპარაკებოდა მაგრამ ამაოდ .ქალი ერთსა და იმავეს იმეორებდა და ვახოსი თითქმის არ ესმოდა.ვახო თავთით ეჯდა , თხუთმეტ წუთში ერთხელ საფენებს უცვლიდა ხელი ეჭირა. ქალს მხოლოდ ღამის ორ საათზე დაეძინა . ვახო ადგა . დიდ ოთახში გავიდა .გააბოლა . აშკარად რაღაც დრამას ჰყვებოდა კატერინა მაგრამ წყვეტილად , გაურკვევლად დაულაგებლად და მაინც შესაძლებელი იყო ამ ნაწყვეტებში ტკივილის , სულიერი მოძრაობის აკორდებისთვის მოგესმინა .იმ მოძრაობისთვის რომელმაც ბოშას შეაძლებინა ვახოს სულის ნაიარევი დაენახა როგორც საკუთარი იარის ანარეკლის და შეხვედრა შედგა. ორი ეული სულის საუცხოო შეხვედრა. დროისა და სივრცის გადაკვეთის რომელიღაც წერტილში , თითქოს სწორედ ამ დროისა და სივრცის , სიშორის დასაძლევად, ტკივილის მოსაშუშებლად, ერთურთის საპოვნელად. ვინ იტყვის როდის წაიშალა ზღვარი და სხვაობა მათ შორის. ტკივილში შეხვედრამ ხიდი გადო ორ სხვადასხვა პოლუსზე მყოფ ადამიანს შორის. ერთი მეცნიერი იყო, მეორე მაწანწალა და მაინც ორივე ადამიანი იყო და ახლა ვერც ერთი ვერ გიპასუხებდათ როდის რომელ მომენტში გახდნენ ასე ძვირაფსები ერთმანეთისთვის. გრძელ ღამეში ვახო ოთახებში ბორიალობდა, ხან კატერინას დასცქეროდა ხან ისევ ფორტეპიანოსთან იჯდა და შოპენს უკრავდა . უკრავდა და თან უსმენდა. და თითქოს ამ საოცარი შეხვედრის ამბავს ყვებაო შოპენი და ისე მძაფრად „რა იცისო?! „ უკვირდა და მაინც მუსიკის ჰარმონიაში , მის სიმკაცრესა და შემწყნარებლობაში დაეტია კატერინას დაუსრულებელი დრამა . დრამა ვახოს ისტორიას რომ გადაენასკვა სადღაც, ნეტა სად ? ალბათ ისევ აქ მუსიკის რიტმში და ახლა ეს ორი სული, ორი თავგადასავალი , ერთი საკუთარი, ერთი სხვისი უცნობი და ასე ნაცნობი ერთად გლოვობდა დაკარგავას და ზეიმობდა შეყრას. უცნაურ,. უეცრად აფეთქებულ გაურკეველ სიყვარულს.... ******* ოთარს დაურეკა ვახომ . ცნობილ თერაპევტს ქალაქში. მოვიდა ექიმი დიდხანს სინჯა კატერინა. ფილტვებში არაფერიაო . შეიძლება გაცივდა მაგრამ გონის დაბინდვა ამით ვერ იხსნება. რაღაც დიდი სულიერი მღელვარება უფრო უნდა იყოს ავადობის მიზეზი. –ეს უფრო ფსიქოლოგიურია, ჩემო ვახო– დაასკვნა ოთარმა– თუმც თანამედროვე გაგებით ყველაზე ფიზიკურიც საბოლოო ჯამში სულიერია , ეს შენ არ გესწავლება . რა უბედურებაში გაიხლართე რა ! –არაფერი, მეც შენაირად ვფიქრობდი – დაბნეული პასუხობს ვახო და ცდილობს თავი იმართლოს –სულმთლად კანკალებდა სად გამეშვა ?! –კაი, კაი ვახო შენი საქმისია შენ იცი. მე მხოლოდ ის მესმის ახლ, რომ არ სწორდები შენა ,ბიჭო, შენც ამ ბოშასავით შეშლილი ხარ... –ვიყო მერე!–იცინის – პრემიერის გამოსვლას ვერ ვუსმინე გუშინ რაო? – მერე მიკიბ მოკიბეს პოლიტიკაზე რაღაცეები და უფრო იმიტომ სიღრმისეული სალაპარაკო დაემალათ, კატერინა დაემალათ . მეტად არ ჩასძიებოდნენ ასე გაურკვეველ ახალ ისტორიას და ერთმანეთის ემოციები დაენდოთ. ბოლოს ოთარმა წამლები ჩამოწერა , ვახოს მხარზე დაარტყა მაგრა ხელი და წავიდა... წამლები მძინარეს დაალევინა ვახომ საღამომდე კატერინას სიცხემ უკლო. ვახო ისევ ფორიაქობდა, გვერდზე ეჯდა უყურებდა დიდხანს დიდხანს . ხან ისევ შოპენს უკრავდა.მარტოობაში ისევ ტკივილად იქცა საღადაო შეშლილობა .იყო მომენტები როცა სული ეკვროდა და კატერინას ცოდვას ვეღარ უძლებდა . ეცოდება თუ უყვარს ?– აი საჭირბოროტო საკითხავი. მაგრამ ყველაზე მძაფრი ტრფობაც ხომ საკაცობრიო გაზიარებას ეფუძვნება. უამისოდ ფლიდი არშიყია და მეტი არაფერი. თუ სადმე სიყვარული არსებობს ის დიდი კოსმიური სიყვარულის დაკონკრეტებულ , განკერძოვებულ ვერსიად არსებობს და ცალკე ვერ იარსებებს იმ კოსმიურისგან მოწყვეტით. მარტოობაში ყველაზე მძაფრად ისმის ტკივილის მონოლოგი. შუაღამისას კატერინას გაეღვიძა . ჯერ ვერ მიხვდა სად იყო. ყველაფერს ათვალიერებდა. ბოლოს ვახოს თვალებს გადაეყარა და გაშტერდა. აშკარად გონს მოეგო . ვახოს ხელი დაუჭირა გადატრიალდა და ატირდა. –კატერინა ... კატერინა –„დობრი ტი მოი“ არ მიმატოვო ძია! –არა კატერინა, ლამაზო და კეთილო ქალო . აქ ვარ კატერინა. მითხარი ვინ აწყენინა დედას? –რომანიმ, რომანიმ მოკლა დედა... –რომანი ვინაა კატერინა ? –ჩემი ძმაა რომანი... კაცი ყველა ასეთია... „ანი უბივაიუტ. უნიჩტაჟაიუტ“ მაგრამ შენ არა ძია ...შენ იცი ტკივილი.. „დობრი ტი მოი“ –როგორ მოკლა რომანიმ დედა ? –ფული წაიღო, ბავშვი და ქალი დატოვა და წავიდა... გუშინწინ ვნახე ქუჩაში ...“უბიცა“ მაგრამ მე უნდა ვაპატიო ვაპატიო... –რატომ უნდა აპატიო?– უცებ კატერინა გადმობრუდა და მისი წყვეტილი პასუხები ერთ დიდ თხრობად იქცა. –ჩვენ ცირკში ვმუშაობდით რომანს მატრონა შეუყვარდა. ქალი ორსულად იყო. რომას არ უნდოდა ბავშვი. მატრონამ გააჩინა და დედაჩემის სახელი დაარქვა– ელა. დედა პატრონობდა ბავშვს და მატრონას. მატრონა სულ ტიროდა . უყვაარდა დედა და რომანი. ცირკში ვიცეკვებდით მერე ღამე დადგებოდა და მატრონა ტიროდა. დედა ეფერებოდა. ელას უვლიდა. „მამა ბოლელა ოჩენ“ თავი სტკიოდა და გული სტკიოდა . იმ დღეს ცირკი სხვა ქალაქში მიდიოდა. მატრონამ იცეკვა და ფული მისცეს . რომანი ღამე მოვიდა . „ონ ხოწელ დენგი ი ბოლშე ნე ოჩომ ნე ვოლნოვალსა“ მატრონას დაადგა ფული მომეო. მატრონა ატირდა. რომანიმ დაარტყა. დედა ძლივს ავაყენე . ძალიან სტკიოდა თავი. „ანა სტალა მეჟდუ ნიმი, რომან კრიჩალ, არალ“ –„ შენ მოღალატე ხარო“ დედას უთხრა „ია უმერ დლა ტება“.... დედა მუხლებზე დადგა არ წახვიდეო... რომანმა მხოლოდ მოიხედა და „ფუ“ თქვა მერე წავიდა. დედა ტიროდა. თავი სტკიოდა და გულზე ეჭირა ხელი მერე მოკვდა. ვერ მივხდი როგორ მოკვდა ველაპარაკებოდი ვაწყნარებდი. ბოლოს თქვა ჩემთვის „ონ ტვოი ბრატ , პროსწი ევო კაგდანებუწ ესლი სმოჟიშ“ მერე იკივლა და მოკვდა.... დედა მოკვდა... რომანმა დედა მოკლა....... დღეს დავინახე რომანი ...დედა ჩემ ხელში მოკვდა ....არ ვიცი როგორ მოკვდა... კატერინა მწარედ ატირდა .... ისევ ვახოს ხელს ჩაებღაუჭა და აქვითინდა....... ვახომ თავზე დაადო ხელი.... დუმდა ... ვერაფრით მოეძებნა რამე სიტყვა, რამე კითხვა, ქალს რომ დაამშვიდებდა, წარსული დრამიდან აწმყოში დააბრუნებდა და ნუგეშს მოგვრიდა . ვახო დუმდა . კატერინა ტიროდა . ვახოს ხელს არ უშვებდა. ახლა მხოლოდ ამ ხელთან საუბრობდა და ყველაზე მწარეს უყვებოდა უსიტყვოდ . იმას რაც შეუძლებელია დაეტიოს სიტყვებში ... მერე ისევ ბოდვაზე გადავიდა „მან მოკლა“ „მე უნდა ვაპატიო“ „დედამ თქვა რომ უნდა ვაპატიო“.... კატერინას მხოლოდ განთიადისას ჩაეძინა . ღამის იმ უცნაურ გარდამტეხ მომენტში როცა ყველა უძინარი ღამისმთეველი იქანცება და ნებდება აისის პირველ გაელვებას…. ვახომ შუბლზე აკოცა და ფანჯარასთან მივიდა. ღამე იმსხვრეოდა. საწყალი ქალი რა გადაუტანია, იკივლა და მოკვდაო.... ეს ხომ იმაზე მძაფრიია ვიდრე ის ტკივილი რომელსაც აქამდე მხოლოდ ინტუიციურად გრძნობდა. როგორ ეუცნაურა მთელი ეს ღრმა შთაბეჭდილება. ახლა ისევ შოპენის მკაცრ მაჟორებად ედგა ყურში და ამ რითმების მოსაყოლი კატერინას ამბის ტრაგიკული ჰარმონია იყო .კი , კი ასე ესმის შოპენს, ტრეგედია ჰარმონიაა და ტკივილი სიყვარულის საგალობელი. თენდებოდა, კიდევ ერთხელ, შოპენთან ერთად თნდებოდა... ******** გათენდა თუ არა ყავა დალია და ბილეთებზე წავიდა. თუმცა რა ბილეთები, ბორიალი უნდოდა. სახლში ვეღარ მოისვენ,ა. ან უკეთ, ჩაკეტილ სივრცში ვეღარ დაეტია აფორიაქებული ფიქრი. ჰოდა გაჰყვა ფიქრების დინებას . ბილეთები მიზეზი იყო უმიზნო ხეტიალის უმიზეზო მიზეზი... გარეთ ისევ წვიმდა და ახლა ეს წვიმა ისე შეესატყვისებოდა მის გუნებას. წვიმდა მაისის შხაპუნა წვიმით, ან ეგებ ეს კატერინას ცრემლებია . გულისმოსაოხებელი, სამგლოვიარო და ამავე დროს შვების ცრემლები. ცრემლი გულისნადების, გამოუთქმელის უსიტყვო მთქმელი...... ბოშას სახლი არ აქვს . არც მიწა აქვს არც სამშობლო. არც რწმენა აქვს . ან ეგებ აქვს რაღაც გამოუთქმელი წარმართული რწმენა. ისეთი წარმართული ორთოდოქსალურს რომ ეჯაჭვება სადღაც. მარადისობის ფასეულობები , სიკეთე ყველაგან ერთია. კიდევ დედა ჰყავს ბოშას ყველა სხვა მიწიერივით. დედა წიაღისეული. ფუძისეული ძაფების გამბმელი. ხიდის გამდები. დამაკავშირებელი. დედა არის მისი მიწა და წიაღი, საფიცარი. ისე ვით ყველა სულიერის წიაღი დედაა ამ ქვეყნად. როგორც ალფა საიდანაც იწყები. აი სწორედ ესაა ბოშების გამოუცნობი ხასიათის გასაღები. მხოლოდ მიგნება შეუძლია დასაწყისის. გააზრებული არ აქვს საიდან სად მიდის , არადა მიდის თითქოს ეძებს, სწორედ ამას ეძებს მანძილს ალფასა და ომეგას შორის და ეძებს იმისთვის რომ საზრისი იპოვოს . ამიტომ ხეტიალობს ალბათ... რომანმა ეს გზა მოუჭრა კატერინას სწორედ. ეს გზა გაუძნელა . ალფა მოუკლა, საზრისი წაართვა... თან დედამაც რა ძნელი დაავალა აპატიეო.... კატერინა სიყვარულის ჰიმნია , აპატიებს როგორ არ აპატიებს .ან ეგებ უკვე აპატია, დღეს რომ ნახა თბილისში შემთხვევით. სხეულის ერთი ნაწილისთვის რა ბოდიში ეთქმის მეორეს თუნდაც დასახიჩრდეს მისგან ერთია და ვერ გაყოფ. კატერინას ერთი სხეულია დედაც , რომანიც , მატრონაც, ელაც... გაყოფა მხოლოდ გარეგნულია, სული მუდამ ელტვის დაკარგულს და მუდამ დაღდასმულია მისგან.... მაგრამ ალფასა და ომეგას შორის გაწყვეტილ ძაფს გლოვობს ქალი. წიაღისეული მოუსპო რომანმა და ახლა გიყვარდეს ან არ გიყვარდეს... ძაფი უნდა გააბა .... გზას ვერ გააგრძელებ ისე ....საზრისს ვეღარ იპოვი.... მართლაც რა ტრაგიკულია კატერინას მაჟორი და როგორი ჰარმომნიული. როგორი ნამდვილი. პირველყოფილი და ასე სრულყოფილი.... ვახოს ისევ თან სდევდა შოპენი . ვერ შენიშნა როგორ იყიდა ბილეთები. მაგრამ იყიდა. უკან რომ მოდის ოთარის ზარი მობილურზე– –ვახო ეს რა მომივიდა, რუსუდანს ვუთხარი ვახოსთან ვიყავი ბოშა ჰყავს ავად თქო და ვინ ბოშაო გადაირია. აუ, ბიჭო ეს რა დებილობა მომივიდა... –რაო მერე?– გამოერკვა ვახო –ვაი, მაგის პატრონს, ბალერინა ეზრდებაო... –რუსუდანზე არ იდარდო ოთარ! –აუ ვახო.. –ეგ არაფერი ოთარ... –ჩემი გიჟი ვახო.... მოდის ... ჰოდა ახლა დაარწმუნე რუსუდანი რომ ბოშა მხოლოდ ავადმყოფია და სხვა არაფერი მომხდარა მათ შორის ... არა ასე თვითონაც ციგანია რუსუდანის თვალში, ან იქნებ დიდი ხანია ციგანია რუსუდანის თვალში. ასე, უბრალოდ გაფორმდა მაწანწალად. ოფიციალურ მაწანწალად რომელსაც შვილის კონცერტზე არ მიესვლება „ბალერინა გეზრდებაო“. ოთარის ზარმა აშკარად დაურღვია ჰარმონია. კატერინას საფიქრალი დაავიწყა თავისი საკუთარი ალფა და ომეგა გაახსენდა უცებ. რა საოცარია ეს ორი დღეა სულ არ გახსენებია არც ნეკა არც რუსუდანი... სალომე ? აი ეგ არ იცის... სალომე არც დავიწყნია და არც გახსენებია... მაგრამ ხომ სიმართლეა რომ საკუთარი თავიც არ გახსენებია.სად არის ახლა ? აშკარად დაირღვა ჟამთასვლა მისი სულის და ზუსტად ამით გახდა თვითონაც ბოშა. დაკარგულ წარსულს აწმყოსა და მომავალში გახლართული. რაღაცას იფიქრებს ოთარი, რაღაცას იტყვის რუსუდანი და ალბათ ნეკაც მაგრამ ის თითქოს გაიტაცა კატერინამ . საკუთარი რელსებიდან სადღაც გადაახვევინა. ძალიან ჰარმონიულ ახალ ქაოსში სადაც სულ სხვა ათვლა აქვს დროს , სოციალურ პოზიციებს, განცდებს. დრო თავისას აჭენებს . მალე კონცერტი აქვს ნეკას . ის საზოგადოებაში უნდა წარსდგეს და მაინც რუსუდანი.... აკადემიური მკაცრი… ცოტახანში რეკავს კიდეც –ვახო კარგი ვინმეა შენი ციგანკა დედი ? ნეკას მერე ხომ არ იცეკვებდა რამე რომ იყოს ? –როგორ ბრძანდებით ქალბატონო რუსუდან?– სიტყვას ბანზე უგდებს ვახო –არა სალომეს ღალატს არ გაბრალებ ,უბრალოდ შენს მაღალ ფილოსოფიასთან შეუფერებელია , თანაც შენ ბალერინა გეზრდება , იმაზე თუ გიფიქრია რას იტყვის ხალხი... –ეს უბრალდ ავადმყოფი ქალია ქალბატონო რუსუდან ... –ეგ ბავშვურ თავისმართლებას გავს ვახო... ჰა რას იზავ ბალეტზე მოიყვან ? –ქალბატონო რუსუდან... ჰმ... უკაცრავად ქალბატონო რუსუდან....... და საუბარი წყდება... მერე ისევ ბოლთას სცემს სახლში. მუდამ ასე იყო, მუდამ თავს იმართლებდა რუსუდანთან და ნეკაც ხშირად ბებიის სიტყვებით ელაპარაკებოდა. მუდამ დამნაშავე იყო ახლა უბრალოდ საბაბი , მიზეზი აქვს ამ ბრალეულობის განცდას და ზუსტად ამ განცდით ბოშაა თვითონაც ვიღაცა უიღბლო მაწანწალა რომელიც ვერასოდეს გაუსწორდება იმ წრეს სადაც ტრიალებს და ეს ასეა სულ რომ არ შეხვედროდა კატერინას მაინც. ხან უმუშევრობის გამოა უცნაური .ხან დეპრესიული მდუმარება უშლის საზოგადოების ნაწილი გახდეს. არადა რუსუდანი და ნეკა სწორედ ამ „საზოგადოებას“ ეტფრფიან მარად. საფიცრად ჰყავთ ეს“ხალხი“ რომელიც ყოველთვის „რაღაცას იტყვის“ . დაუნგრია , დაულეწა ყოველდღიურობა ბოშამ , სული აუფორიაქა და საკუთარ თავშიც მოხეტიალე უიღბლო ციგანი აპოვნინა. ახლა ეს აღმოჩენა აღმაფერენას ჰგვრიდა .განა ჩვენ ყველა გლახაკნი არა ვართ?! განა ჩვენ ყველა ერთი ფასის უფასურები არ ვართ?! რა დიდი ტყუილია ეს ქალაქური, „სვეცკური“ ნიღბები.. ჰო კატერინა ველურია, კატერიანა ცხოველურია მაგრამ ნადვილი და ცოცხალი. სწყინს , სტკივა უყვარს, დარდობს, ტირის და ეს ყველაფერი ცოცხალია, ნამდვილია და მძაფრია . იმაზე ნამდვილი ვიდრე მისი ფილოსოფიური ჩაძირვები, ტვინის მექანიკური ხლართვა ლოგიკაშi. ეგებ ამიტომაც არ დასრულდა გლოვა ამდენ ხანს, ეგებ ამიტომაც ჩთანთქა სიკვდილმა . სიკვდილმა რომელიც სიცოცხლის ნაწილი , სიცოცხლის სენი გამხდარიყო. სულ რომ არ გავიხსენოთ ფსიქოთერაპიული ფორმულა რომ სიკვდილს გლოვობს ის ვისაც არ აქვს სიცოცხლე სიცოცხლეში, ის ვინც მკვადარია აქ ამ ქვეყნად. მართლაც ეს ფარსი და გრაციოზული პოზა მისი საზოგადოებისა სრულიად დაწურული სიყვარულისგან , სიცილის ან ტირილისგან . ამიტომ არ არის მასში სიცოცხლე, ამიტომ არის ის ერთი დიდი სამგლოვიარო მარში რომელიმე კლასიკური კომპოზიციისა. კატერინა ახალი ნოტია, ცოცხალი, მოსიყვარულე, ახლი მაჟორი რომელიც მკვდარს საგონებელში ჩააგდებს და აზრზე მოიყვანს „მკვდარი ხარო“ ეტყის . კი ნამდვილად შეშლილობაა ფილოსოფია და სიყვარულის სნეულებად ჩანს უსიყვერულო საზოგადოებაში.. შოპენის რითმი და მისი სულის ახალი ფორტე. მაცოცხლებელი მეცოფორტე... დღეების მანძილზე იცვლებოდა კატერინა . ხან მთელი დღე ტიროდა გაბუტული ბავშვივით და კვალავ მაისის შხაპუნა წვიმად წვიმდა მისი ცრემლები რომლებიც თანდათან სულ უფრო და უფრო მჩატე და შვების მომგრველი ხდებოდა. ვახოს არ გამოპარვია, ტანით გრძნობდა უკეთააო და სიხარულით ივსებოდა. მერე სხვვა დღეებში სახე უფრო მშვიდი ჰქონდა და ფიქრობდა რაღაცას არკვევდა თავისთვის. მხოლოდ ხანდახან ეხმიანებოდა ვახოს „დედა ვნახე სიზმარში“ ან „ეს შენი ცოლია ძია?“ „ტი ტოჟე სტრადაეშ“.... ერთ დილას თქვა „დედას უყვარს რომანი, არ შეიძლება სიძულვილი...სიძულვილი კლავს... დედა მაღლაა ახლა და იცის, მეც უნდა შევიყვარო რომანი“ კატერინასაც დაახლოებით იგივე სჭირდა რაც ვახოს ,იკვლევდა . საკუთარ განცდებს იკვლევდა და ვახოს რეაქციებს „შენ ხარ სიყვარულის ძალა ძია „ თვალსა და ხელსშუა აშკარა გახდა რომ მისი ავადობა გამოუთქმელი, გამოურკვევლი წყენა იყო. მაგრამ რახან ეს მხოლოდ წყენა იყო, უბრალოდ ემოცია ის დაილია ან უკეთ სიყვარულით დაიმსხვრა, ვახოს სიყვარულით და თავისთავშიც ძმის სიყვარული გააშიშვლა,ტკივილს მალამო უპოვა, უწამლა... ასე ყოფილა თურმე მოსიყვარულე სულები საკუთარ თავში პოვებენ ერთურთის ტკივილს და წამლობენ სიყვარულით ანთებულები... სიყვარული სიცოცხლე. სიყვარული წამალი სიყვარული ჰარმონია... ***** თეატრში თავს კოსმოსიდან დაბუნებულად გრძნობდა. ყველა განცდა უნდა დაევიწყებინა და ცეკვაზე კონცენტრირებულიყო. ნეკა გრაციოზული , ლამაზი მოქნილი . აქ სცენაზე ისევ ის პატრა, უბრალო გოგო იყო ბავშვობაში რომ ეხვეოდა კისერზე. სცენა , ხელოვნება უბრალოებითა და სისადავით იწვევს აღტაცებას. მაგრამ ნეკამ ვერ ისწავლა სისადავე , ან იმალება „სვეწკური“ ნიღბის უკან და ვახომ არ იცის აშკარად აღარ იცის რა ჭირს ნეკას. რა უჭირს რას ფიქრობს . საით მიექანება.... ეს სოლო ვერ მოუყვება შვილის სულიერი მოძრაობის ამბავს . არადა ეს ინტერესი ხომ არასოდეს განელებია. არასოდეს დავიწყნია. ყოველთვის დარაჯობდა , ყარაულობდა“ საითო? „- ვერ ისვენებდა და მაინც ბოლომდე ვერ იგებდა . რუსუდანი სულ შუაში დგას . რუსუდანი სულ გადაფოფრილია. თავისუფლების ნებას არ რთავს და თუ კატერინას გავიხსენებთ გასაგები გახდება რის ეშინია. ნეკას არ აქვს უფლება იყოს ის ვინც არის . ნეკას ყოველთვის გრაციოზულობა მართებს . აბა რა, მამისეული ბოჰემა დაღუპავს რუსუდანის ჩანაფიქრებს. დრო კი გადის და უფსკრულს ვერ ამოავსებს ეს აპლოდისმენტი , მილოცვები ასე უხვად რომ იღებს დღეს. ეს უბრალოდ მექანიკური მოძრაობებია . თამაშია. განცდით მხოლოდ დანაკლისს და ტკივილს გრძნობს . დღეს კატერინასთან შეხვედრის შემდეგ ,როცა კვლავ იგემა ნამდვილი და ღრმა ძრწოლვა სულისა, დღეს კიდევ უფრო საშინლად მოენატრა ნეკა და მიხვდა დიდი, დიდი ხანია მამა–შვილობას ეთამაშება. კი ასეა ნეკა მიეჩვია თამაშს, სცენა ხომ უპირველესად თამაშია და რა მოხდება თუ ერთ დღესაც ჩამოგხსნიან ნიღაბს .... როგორია „კვაზიმოდო“ ჩვენი სულებისა კარგად მორგებულ როლების უკან დამალული? ისევ ფილოსოფია , ფიქრი ,აზრები .სიცარიელის, სიმარტოვის განცდა აბა როგორ უშველის მის ობლობას ამდენი ღიმილი და მადლობა დღეს რომ მიიღო ნეკას გაზრდისთვის?! განა მან გაზარდა ნეკა? არა აღზრდას ვახო სულ სხვანაირად ხედავს და ვერასოდეს გააჭენებს იმას რასაც ხედავს . ის ხომ მუდამ მეორეა, გარიყულია. ის ხომ მუდამ საკუთარ თავშია ჩაკეტილი. მუდამ მარტოა. ამას რუსუდანს ვერც დააბრალებ კაცი, თვითონ გადგა გვერდზე, თვითონ დანებდა , ფილოსოფია ამჯობინა, ფიქრებში გაიბლანდა. „ფოიეში“ ოთარი– –გილოცავ ვახო! როგორ არის კატერინა?... და იქვე რუსუდანი – –ა ბოშა არ მოიყვანე ვახო? .... მერე რუსუდანი ისევ ხალხს შეერია . ოთარმა ვეღარაფერი თქვა „მოვწევო“ და დაშორდა. ვახომ დარბაზი დატოვა და სახლის გზას დაადგა. ცინიკოსის „ბაბუშკა“... მაგრამ აქაც განა მსხვერპლია ვახო , თვითონ არ იპოვა კატერინა ?სხვა რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეს რუსუდანს? სხვანაირად უბრალოდ ვერ გაიგებს რუსუდანი... ისევ წვიმდა .. მარტოობიდან მარტოობაში გაივაკა და ამოისუნთქა .... სახლში მიეჩქარება თითქოს საუკუნე არ ენახა კატერინა, კატერინა მისი თავშესაფარი. კატერინა მიგნება , სულის წამალი.... უცებ გაახსენდა რომ ნეკას არ დაემშვიდობა, არა უშავს დაურეკავს და ეტყვის რომ... თუმცა რას ეტყვის... ეს ხომ კიდევ უფრო ხაზს გაუსმევს, ვერ მოვისვენე და მიგატოვეო მამა.ნუ თუ საერთოდ მოინაკლისა დღეს ნეკამ მამა... როგორია მისი ოჯახური ალბომის დღევანდელი ფურცელი? მოზაიკასავით დაშლილი... გაწყვეტილი კავშირების ტკივილი.... კატერინას უფრო მეტი აკავშირებდეს ეგებ რომანთან .... და უცებ ისევ დაუსხლტა რეალობა , ისევ გაწყვეტილი მუსიკის რიტმში აღმოჩნდა... კატერინა ..... სხვა ვეღარაფერზე ფიქრობს ახლა ........... ***** კატერინა ჩაცმულ დახურული იდგა ფანჯარასთან . ვახო რომ დაინახა სავარძელში ჩაჯდა სახე მშვიდი ჰქონდა ნათელი. აშკარა იყო რაღაც დიდ მღელვარებას გაევლო. თითქოს ჭექა ქუხილმა იწვიმა ათიათას წვიმებად მის თავზე და საშინელი ტკივილი წარეცხა... გააქარწყლა ... ვახო გაშტერებული უყურებდა ვერაფრით მიხვდა ამხელა ცვლილების მიზეზს . წინ დაუჯდა . უყურებდა . –დედა ვნახე სიზმარში–დაიწყო კატერინამ – ჩავეხუტე და ბევრი ვიტირე, ძალიან ბევრი ვიტირე, „მი ობე პლაკალი მნოგა“ ტირილი შველის. მერე ვითომ წვიმდა , დედა ხელს არ მიშვებდა მკოცნიდა ...მითხრა“ ნახე რომანი და უთხარი რომ მიყვარს „ დედა არსად წავა დედა ჩემ შიგნით ცხოვრობს სულ და დედას უყვარს რომანი მეც უნდა შევიყვარო... დედას უყვარს რომანი... –გენაცვალე კატერინა შენთან სიძულვილს რა უნდა– გამოეხმაურა ვახო– შენ სიყვარულის ქალღმერთი ხარ! –ვიღაც ლამაზი ქალი იყო აქ–თქვა კატერინამ – ამ სურათს გავდა ეს ვინ არის ? აი მოიცა შენ რომ დაკარგე ისაა სულ გიყვარს და ის მოხუცი გაბრაზებს ... –ჰაჰა მკითხაობ კატერინა?– ახარხადა ვახო –არა ძია მე ხომ ვიცი... დიდი ხანია ვიცი შენი სული... ჩემთან მოვიდა ის ქალი და „ტეატრში“ თუ ოპერაში იცეკვეო მითხრა... მერე გაიცინა და წავიდა .მე არ მეწყინა ..ვინ გყავს „ტეატრში“შენ? –შვილი კატერინა – უპასუხა ვახომ –დღეს ჩემმა ნეკამ იცეკვა ბალეტი ... –ბალეტი რა არის ?რომ მღერიან ხმამღლა თუ რომ არ აცვიათ და ფეხებს წევენ? –რომ არ აცვიათ და რომ ცეკვავენ კატერინა!–ისევ იცინოდა ვახო.... –და მე როგორ ვიცეკვებ იქ რამხელაა ჩემი კაბა . გაგიჟდა „ბაბუშკა“ „’ანა შტო პასმიალას ნადა მნოი“? –ეჰ კატრინა ... –„ზლაია ვედძმა „ დაგტანჯა მაგან შენ ძია ... –ნუ... შვილი მოუკვდა მაგ ქალს, ცოდოა, კატერინა ... –„დობრი ტი მოი“ არა დაგტანჯა მაგან შენ .მე დამცინა,შენზეც იცინებს ახლა. მე უნდა წავიდე ვახო ! –არა, არა ჩემო კატერინა ....პატარა კატერინა ... –ეჰ ძია „პუწი რასხოძატსა ნაში... ნო დუშა ნიკაგდა ს ტობაი ნე რასტანიცა „.... ვსეგდა სლუბოვიუ ი ბოლი ვმოეი ჟიზნი’... ვსო... –არა ,არა არ წახვიდე კატერინა ... ჩემო კატერინა... –ვახო ნუ– მერე ქალი მიუახლოვდა და მის მუხლებთან ჩაიჩოქა . ისევ ხელი გამოართვა და გულზე მიიკრა. ასე იყო ერთხანს... უცებ ადგა მაგიდაზე ერთი ცალი გამხმარი ვარდი დაუდო ვახოს და გაიქცა ...უკან მიუხედავად გაიქცა ... კარის ჩუმი ხმა გაიგო მხოლოდ ვახომ, წავიდა კატერინა... ასე უბრალოდ წავიდა.... ჯერ ვერ მოეგო გონს კარგა ხანი . იჯდა და ვარდს ყნოსავდა. ძველი სუნი შერჩენოდა ყვავილს . მერე უცებ ადგა პატარა ლარნაკი მოძებნა და გამხმარი ვარდი შიგ ჩადო კატერინა რომ იწვა იმ სასთუმლის გვერდზე დადო. წავიდა ბოშა ქალი... წავიდა... მთელი ღამე ვერ ისვენებდა . აქეთ იქით დადიოდა, ბოლთას სცემდა. „კატერინა, კატერინა, ჩემი სიყვარული, ჩემი სიცოცხლე და ოცნება“.... დიდხანს დიდხანს იფორიაქა ისე უცებ მოტრიალდა ყველაფრი, გონს მოსვლა ვერ მოასწრო... როგორ გაექცა ... რუსუდანის ეუხერხულა თუ რომანმა არ მოასვენა თავისთან იხმო... ჩაი დაისხა . სავარძელში ჩაჯდა და მოუკიდა... ღერი ღერზე ეწეოდა .თავიდან რაც ეუცხოვა, ასე ნაცნობი და ნანატრი მარტოობა. თითქოს ისევ სადღაც იყო ქალი . მერე ნელ ნელა დამშვიდდა. ყველაფერი თანდათან უბრუნდებოდა თავის ადგილს. თითქოს ქარცეცხლმა გადაუარა მის სულს. წარღვნამ წალეკა ჩვეული ცხოვრება და ახლა ისევ სადღაც ნაპირზე გამორიყა და ყველაზე საუცხოო ის იყო სწორედ, რომ ეს მისი ძველი, ჩვეული ნაპირი იყო. მისი მარტოობა, მისი საფიქრალი . დაძველებული გლოვა და ხმამაღალი სიჩუმე საფიცარი. ის მარყუჟი სადაც წლების წინ დაიბუდა და კაცი კაკალს აღარ უშვებდა შიგ. მხოლოდ ერთმა მაწანწალა ლამაზნმა გააღო ეს დახშული კარი. შუქი მოჰფინა, გაათბო, გაანიავა . სინათლით, სიკეთით აავსო, ეს სიკეთე დაუტოვა და წავიდა უცებ მოზღვავებული ენერგია იგრძნო . ისევ შოპენი... კლავიშები თვითონ პოულობდნენ საკუთარ თავს ...ვახო კოსმოსიდან დედამიწაზე ეშვებოდა... ~ მაჟორები. შოპენის მკაცრი და შეუპოვარი მაჟორები. რეალობასავით მკაცრი მაჟორები ... ბოშა რისი ბოშაა თუ არ წავიდა. სად შეუძლია ბოშას დარჩენა და ამას მიზეზი არ უნდა . სისხლში აქვს ძიება გამჯდარი. სხვანაირად არ შეუძლია . აქ უსიყვარულობას ვერ დასწამებს შოპენი . მისი სული სიყვარულის ცეცხლია და ამ ცეცხლს ანთებს შენს სულშიც თუ გადაგეკიდა, თუ შეგიყვარა ,თუ შეგვხდა.... დიახ შეხვედრაა ადამიანოლოგიის ამოსავალი. კოსმოსიდან დედამიწამდე არსებობს მხოლოდ ერთი ხომალდი შეხვედრა. სულთა შეყრა მარადისობისათვის .წავიდეს მერე თუნდაც. ყველაზე მძაფრი მაინც ეს რჩება . თუ მე სადმე , ოდესღაც თქვენს სულს შევხდი და თუ ტკივილმა სიყვარულის მაგემა ხანძარი. სულთა ნათესაობა ,ობოლი ვარდი. ისევ სალომე ფოტოალბომიდან. დამსხვრეული გლოვა და ჩუმი სიხარული, სიყვარლის წვა, მეცოფორტე, შეხვედრა მხოლოდ შეხვედრა..... 5 08 2015
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი