ადამიანი


ვაჩე ტყის კაცია .... ტყე დაბურული.ცხოველური შიშველი და ძალიან ნამდვილი... ევასგან ცდუნდა ადამ .... მარიამი იღიმოდა და ეწეოდა. ეშინოდა, რისი  კარგად არ იცოდა .ვაჩე მიუახლოვდა, უნდოდა დაემშვიდებინა,  მანძილი ვერ მოზომა . გაფითრდა მარიამი, გვერდზე გახტა-ვაჩეო!- დაუძახა და ამ ძახილმა  სიზმრისგან გამოახიზლა ტყიური. რამდენი ხანი ეძინა , ეგებ მთელი ცხოვრება ძილი იყო მისი. რამდენიმე წამში მზადიყო მარიამი - მე მხოლოდ მიყვარდით! უთხრა და ეზო დატოვა ...
              ვერაფრით მოერია ვაჩე სიფხიზლეს . ანანიას იმავე საღამოს უამბო მარიამინ შევაშინეო. ატირდა ანანია . ჯერ ტელეფონს ეცა,  მარიამთან უნდოდა დაერეკა, ზარი რომ გავიდა, გათიშადა ბოსლისაკენ გაეშურა „ლაბას“მოვწველიო, მერე ფუნაში ჩაჯდა და აღრიალდა.... ამ კაცს არც ჯვარი სწამს და არც ხატი ჩემი სიყრმე, ჩემი პატარა ქალი.... 
                მეორე დილით სიფხიზლემ გამოაფხიზლა ვაჩე და შეეშინდა ისევ, აღმოაჩინა აღარასოდეს გაივლიდა სიფხიზლე.... სიფხიზლე, ასე მძაფრად რომ სცემდა ცხვირში ნაკელის სუნად და „ვინ ხარო?“ მოსვენებას აღარ აძლევდა. არადა რა ტკბილი იყო ძილი. უდარდელი. მშვიდი. აქამდე მხოლოდ ისიცოდა, რომ უნდა ეჭამა, თვითონ, ანანიას, კატოს. დილით სახერხში უნდა ეყარაულა მუშებისთვის. საღამოს ანანიას მორთმეული თბილი წყლით დაებანა ფეხი . წვნიანი. მერე პატარა კატოს მუხლებზე ისვავდა  და მასთან ერთად ტკბილად იძინებდა ფეხბურთის „მატჩის“ ნაცნობ, საამო ხმაზე. შვილი ერთი ჰყავდათ.  მოწყენილად უღამდებობდათ. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ შუახანს გადაცილებულებს.
                  ტყესთან სულ სიცილით ხვდებოდა ვაჩე მამა ლაზარეს,  “შენს ცოდვილ სულს რა ეშველებაო“ –წუხდა მღვდელი–“ეკლესიაში მოდი“ .....
-და მიწა ვკოცნო სამ-სამჯერ?.....
-ეგ თაყვანისცემაა ღვთისა შვილო...
-ხოდა მაშინ რატომ სამჯერ? რაღა მაინცადა მაინც სამჯერ?.-.იცინოდა ვაჩე
-დაღუპულო!-ხელს ჩაიქნევდა ხოლმე მღვდელი, თავს გააქნევდა , ვაჩეს ჯვარ სგადასახავდა და თავის გზას აგრძელებდა..
              ანიანია და  მარიამი ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ანანია არასოდეს არ სწავლობდა კარგად. მარიამი წიგნების გარეშე ვერ ძლებდა . ერთი შეხედვითრა საერთო უნდა ჰქონოდათ. მაღალ იდეალებზე ვერ ილაპარაკებდა მარიამი.მაგრამ რაციო ცივია და დისტანციური. ანანიასა და მარიამს, რაღაც სხვა გულისმიერი ჯაჭვი აკავშირებდათ. უთქმელი და ძალიან ნამდვილი. ის რაც ყოველთვის აკლდა მეცნიერებაში გადავარდნილ მარიამს. სკოლის დამთავრების შემდეგ რაღაცნაირად დაშორდნენ. დრომ თავისი ქნა ანანია სოფელში დარჩა. მარიამი სწავლობდა. მერე ქორწილში დაპატიჯა ანანიამ მარიამი და მარიამმაც სამუდამოდ ჩაინიშნა  ტყის მისამართი .გულის გასათბობად. ფიქრების გასაგრილებლად.....
             არასოდეს ავიწყდებოდა ანანიასა და ვაჩეს უცნაური ქორწილი . ტყის პირას ეკლესიის ნანგრევი, სულ მთლად გათეთრებული მამა ლაზარე,სტუმრებად მხოლოდ მეჯვარეები და მარიამი , ფოთლის გვირგვინებით შემოსა მღვდელმა ნეფე-პატარძალი. ეკლესიას სამჯერ შემოატარა. ვაჩე ოჩოპინტრეს ჰგავდა. ასე ეჩვენა მარიამს . მღვდელი გალობას ღიღნებდა, რაღაც უცნაურად, გაბზარული ხმით, ტკბილად. ვაჩე და მარიამიც მალე დამეგობრდნენ. ვაჩეს ბევრი ლაპარაკი უყვარდა. მარიამისა უკვირდა,განათლებული ქალია თავი რა ურბალოდ უჭირავსო. სოფლის საქმეს არ თაკილობდა მარიამი, თივის დადგმაში ეხმარებოდა.
                    ტყე დაბურულია ცხოველური და ნამდვილი,ისე ნამდვილიროგორც სიფხიზლე. სიფხიზლე სამხილი ძილისა ,სიმართლის საყვირი. ვინ ხარ შენ ადამიანო? სად  და რისთვის ხარ?   რით განსხვავდები შენი მარჩენალი პირუტყვისაგან?  ბეწვის ხიდი ტყის პირას ბინადარი ვაჩესი, ვეღარ გარკვეულა ცხოველის წესით ცხოვრობს თუ ადამიანისა? ცხოველი მარად წინ მიდის. საკუთარი კვალი არად ადარედებს . ადამიანს ხალიჩასავით წინ აქვს საკუთარი ნაკვალევი. თუ ვერ მოიწონა ჩერდება იხლართება, წინ ვეღარ მიდის . ტყეში გზააბნეულივით მიუსაფარია, ეგებ ჩამოჯდეს სადმე და კოცონი დაანთოს გასათბობად , აზრის მოსაკრებად.  არსებობს წვა გადაწვისა,გამანადგურებელი და წვა სიწმინდისა , სულის გამწმენდი , გამომრძმედი...„ვინ ხარ შენ ადამიანო?“  ახალი ხმა უხმოდ ყვიროდა ვაჩეში....
                 ანანია არ შეცვლილა, მხოლოდ ცოტახანი გაებუტა ქმარს. მერე ისევ ფერხულივით აცეკვდა ზაფხული და შემოდგომა და ანანიაც ჩაება ამ ორომტრიალში.  სევდითა და სიახარულით . ანანია ასეთია მხიარული ,სევდიანი და მოყვასი. ანანია დედაა, თავისი შვილის, ქმრის, ლაბას დედა.  ანანია თვითონაც გამოუცნობი ცხოველია... უთქმელი და მრავლისმთქმელი....ცუდი მალე გადაივიწყა . მხოლოდ გულის ტკივილი აიჩემა .  ვაჩესთვის არც კი უთქვამს. დარდობდა და არას ამბობდა .მაინც შრომობდა.რა საოცარია გული, უსიყვარულობა მარწუხებში აქცევს . ჰაერს ართმევს . ტკივილის დამღადაჭდება ღმერთის დანაკარგი. მიზეზი ვერ მიხვდეს ეგება ყველამ. ანანია ასეთია, გულით გრძნობს და  გულით ხედავს .  ასე გავიდა შვიდი წელიწადი.... მარიამის არა იცოდა ანანიამ და თან ყველაფერი იცოდა.გუმანით ხდებოდა ვერ დამივიწყებსო მარიამი. ხვდებოდა ტკივილს მარიამისა. ჭრილობას რომელიც არ ენახა თვალით და მაინც სტკიოდა... ნუთუ აქ დამთავრდა ერთმანეთობა, ნუთუ აღარაფერი გადაურჩება სირცხვილს და უცხოობას . ანანია ის ურწმუნო მორწმუნეა ხორციელად რომ შესისხორცებია მოყვასი და ძალიანაც რომ მოინდომოს , ვერ დაივიწყებს, ვერ მოიკვეთავს ,ვერ წაშლის ....
          
და……………….
         მატარებლის რბილი  რწევა  იავნანური.... რა მხიარული ეზო აქვთ ვაჩესადა ანანიას . ეზო ხომ ასეთია ცოცხალი . ეზოს ყოველთვის თავისი ხასიათიაქვს .ზაფხულში კატოს ტოლა ბავშვებს თავისთან ათამაშებდა ანანია.თვითონაც ხშირად იმალებოდა კუკუდამალობანასას. ანანიას ეზო მხიარულია, ეგებ სევდიანიც იყოს, მაგარამ ძალიან მხიარულია .შვიდი წლის თავზე მარიამი ტყეში მიდის ანანიასთან . ამას ალბათ ახსნა უნდა,დასაბუთება, ლოგიკური  არგუმენტები.ეგებ აქ რამე დრამატული ჭირდება თხრობას, იმისთვის რომ გაგრძელდეს და რაღაცნაირად გაამართლოს მარიმის უკანსვლა ტყეში . მაგრამ დრამა სწორედ ისაა ალბათ რომ მარიამი ბრუნდება,უბრალოდ ბრუნდება ანანიასთან და რატომ კარგად თავადაც არ იცის....“ვინ ხარ შენ ადამიანო?. მთელი გზა დაბულულება ახსენდებოდა  მარიამს ,ყველაზე მეტად თივის შეკრება უყვარს . ნეტა რას მეტყვის ანანია ? ხომ არშეწუხდება ანანია? სად მიდის და რატომ მიდის ? სიცილსა და მხიარულებას სხვაგან ვერ პოულობს მარიამი. გული, კეთილი გული აღარსად არის....
         ნაძვებში გამოჩნდა ანანია. მატარებელი ნელა გაჩერდა. ანანია ძველებურად იცინის . ანანია ძველებურად დახვდა  . ჩანთები ჩამოართვა დაეზოსკენ  გაჰყვა . აი ვაჩე კიბესთან. ხელი გაუწოდა, კიბეზე გაუძღვა . აივანზე მოკითხვები . რამდენიმე წუთი ისევ ეჭვების არის.უნდა კი ვინმეს დავიწყებული ან დაუვიწყარი  ტკივილის გახსენება?! რა დაემართება ამ სიშორეს,იპოვიან კი ისევ ერთმანეთს? .ანანიამ სუფრის გაშლა დაიწყო.მარიამმა გააბოლა . მერე რაღაცნაირად აეწყო.სუფრასთან ძველი ამბები გაიხსენეს. იცინეს . ცოტა ხანში ვაჩე ადგა, მოერიდა, „მეზობელი მეძახისო“ მოიმიზეზა. მარიამმა ცატა ღვინო ჩამოისხა და თქვენ ოჯახს გაუმარჯოსო...მერე ბოდიში მოიხადა თუ რამე გაწყენინეო ... და თუ ჩვენს შორისმეგობრობაკიდევ გამოვა ....
          ასე დაიწყო ძიება .... ერთმანეთს  ეძებდა სამივე. ვაჩე დილაუთენია მიდიოდა. ანინია საწოლში ართმევდა ყავას  მარიამს. სულ იცინოდა.სევდისა და სიხარულის სიცილით იცინოდა. ცდილობდა ამოეცნო, ახლა რა უნდაო მარიამს .მარიამი ტრიალებდა. ჯერ კატოს ულაგებდა ოთახს, მერე სამზარულოში ეხმარებოდა ანანიას. ვაჩეს ოთახს ხვეტდა. ლოგინს ასწორებდა, ტანსაცმელს უბინავებდა.
       მარიამი უსმენდა, დაუმთავრებლად უსმენდა იმ  ხმაურიან საყვირს ვაჩერომ ვერსად გაქცეოდა  ამდენი წლის მანძილზე და ამ საყვირს სინდისი ერქვა. მაგრამ მხლოდ მარიამს შეუძლია სახელდება. მხოლოდ მარიამი სცნობს სინდისს სინდისად ვაჩე მაარტო განიცდის და რაც მარიამი დაბრუნდა კიდევ უფრო მძაფრად. 
                მარიამი მსახურებად გადაიქცა . განა სხვა რა არის ფეხთბანა.მე შენს სულს მტლად დავედები. ფეხქვეშ გავეგები.ვენაცვალები. მარიამ ითვითონ იხდის ბოდიშს სხვის ნაცვლად. მისთვის ეს უფრო იოლია. იოლოია, რადგან ბოდიშიც მისია ახლა და პატიებაც .“ვინ ხარ შენ ადამიანო“? ტყის ბინადართა შორის მხოლოდ შენში ცხადდება წაშლილი, დავიწყებული ღმერთის სახება, სვირინგი შენი სულისა .ახლა მარიამს ცოლქმრისა უფრო უმძიმდა ვიდრე თავისი. ტყის წესით მცხოვრები ვაჩეს ერთი  ტყიური ქცევა, ახალი ადამიანური წესის აუცილებლობას აღვიძებს მთელ მის არსებაში და მხოლოდ მარიამმა უწყის, რომ ეს მამა ლაზარესეული ქრისტეს წესია....
                     უცნაური სინანული ჰქონდათ ანანიასა და ვაჩეს. თქმით არაფერს ამბობდნენ, ეკრძალებოდნენ მარიამს, ერიდებოდათ და თან ძალიან ძალიან უხაროდათ.ბოლო ხანებში სულ გულზე ეჭირა ხელი ანანიას, მძიმედ სუნთქავდა . არასდროს დაუჩივლია.  საქმეს არ ერიდებოდა. მძიმეებს წევდა ტრიალებდა. თან სულ იცინოდა. წუხდა მარიამი მე დავასევდიანე, დავამძიმიეო. გული სტკივა და მაინც იცინისო –უკვირდა.
             მარიამობას  კოცონი დაანთო ვაჩემ. სამწვადე მოამზადა.  მამა ლაზარე ეწვიათ. სუფრა ეზოში გაშალეს , მზე ჩადიოდა და მეწამული ფერით შეემოსა ტყის პირას ტაძარი. ვაჩეს აგიზგიზებული კოცონიც მზის ფერი  იყო. მარიამი განმარტოვდა . ფიქრმა გაიტაცა „რა სიმბოლურია გადაქცეული ტაძარი. გზის გასაყარზე ადამიანობასა და ტყიურობას შორის. დანგრეულა, მაგრამ  ბოლომდე არა. თითქოს ადამიანშიც ვერ იშლება ღმერთის სახება სულმთლად.... „ეგებ მოიტაცა მზე ვაჩემ და აქ დაანთო სიხარულის ცეცხლად... „თან წავიღებ და მთელი წელი მეყოფა მხიარულებად“
              „რა უშველის ურწმუნო ადამიანსაო“– დაიწყოდა არ  გაჩერდა  მღვდელი. მისთვის ვაჩე ისევ ძველი ვაჩე იყო.  მეტანიებზე რომ ხუმრობდა, ისეთი. ვაჩედუმდა. ლაზარეს მისი დუმილი არ არ შეუნიშნავს. მარიამი გამოექომაგა  -
– განა მხოლოდ რიტუალები ხდის კაცს მორწმუნედ? რწმენა სულის საქმეა,უთქმელი და ინტიმური.
-და რა ვაჩეს გამოუთქმელი რწმენა აქვს ხო ?!- ახარხარდა მღდელი- რამდენი ხანია სწამს დან ვერ ამბობს, იტანჯება საწყალი ...
-რა იცით მამაო?– არ შეეპუამარიამი                                                                     
- ეჰ, ჩემო პატარა ქალო, ამ სოფელში ვინ ვის რა წაგლიჯოს იმის ფიქრშია.გინახავთ ჩვენი გადაქცეული ეკლესია. ბებერი მართას გარდა არავინ ესწრება კვირაობით წირვას. თითქოს ისიც სიმბოლურია რომ ტყესთან დგას ტაძარი.ტყეში  ადამიანისა და ადამინობის აღარ არს კვალი....
-ნუთუ ასე განწირულები ვართ ? -არ ისვენებს მარიამი- ქრისტემ საკუთარ თავზე იტვრთა ჩვენი ცოდვები,ნუთუ ასე მარტივად თავდება ადამიანი?
-ცოდვას რა ჩამორეცხს . აღსარებაში უთქმელი ცოდვა თაობებს მოეკითხება .ჩვენ კი.... ჩვენ?!......განა ოდესმე რამეზე უნანია ვაჩეს  ? -ენად გაიკრიფა ისევ მოძღვარი. დუმილი ჩამოწვა უცებ .... მარიამი თვალებით ჯერ ვაჩეს გადაეყარა, მერე ანანიას შეხედა . გულზე ედო ქალს ხელი  და იღიმოდა.უხერხულობა მოძღვარმაც იგრძნო. თუმცა მიზეზე არც დაფიქრებულა, გარკვევა არაფრის უცდია. უბრალოდ უნდა წასულიყო , ამასმიხვდა უცებ -უფალმა გილხინოთ  აბა ! ჯვარი გადასახა სუფრას და წავიდა....
                        სამივენი ისევ ჩუმად ისხდნენ. ვაჩემ თავი ჩაქინდრა. მარიამმა გააბოლა-
–უფალი მოწყალეა და მიმტევებელი!-დაიწყო მარიამმა. თვალებში ცრემლი აუცმციმდა-ღმერთს უყვარხართ ვაჩე.შენ, კატო, ანანია. მოუნანიებელი ცოდვა არ არსებობს, უფალს უყვარხართ ვაჩე და მეცმიყვარხართ....ძალიან მადლობელი ვარ...
-ეჰ პატარა მარმიამო!- ვაჩემ თავზე აკოცა მარიამს  და სახლში შევიდა
                      მარიამმა სუფრის ალაგება დაიწყო .ანანიამ  არ დაანება.  თვითონ დატრიალდა მძიმედ სუნთქავდა ისევ -შენი რომ იყოს სამოთხე, გასაღებს მომაბარებდი არა მარიამო?!- ახარხარდა უცებ ანანია რაღაცა წამალი ჩაიდო პირში-ისევ წმინდანი ვარ შენთვის მარიამო? –ანანია დაიღალა. ბარბაცით ჩამოჯდა  ტახტზე და ბალიშებს მიეყრდნო.  ხელი მკერდზე მოიჭირა ისევ. სახეს ჭუხნიდ მაგრამ იცინოდა -კიდევ გიყვარვარ მარიამო? –გული აშკარადძალიან სტკიოდა მაგრამ ბედნიერი სიცილით იცინოდა .... 
და მარიამს ისევუკვირდა რომ ანანია იცინოდა
-ანანია...ცუდად ხარ ანანია?
-არა მარმიამო, ჩემო მარიამო შენ მომარჩინე, მაპატიე, გული გამიმთელემარიამო .... ანანია იცინოდა და ტიროდა -აღარ დამეკარგო მარიამო!...
-ანანია....
-მარიამო.... ჩემო მარიამო....
           გულს ტკივილი სცოდნია, სიცილი სცოდნია...პატიება და სიყვარული სცოდნია..ვინ ხარ შენ ადამიანო?...
                         ბოლო დღეს უთენია დაემშვიდობა სახერხში მიმავალ ვაჩესმარიამი.-დიდი მადლობაო!- გაშრა ვაჩე. ადგილზე გაქვავდა -მადლობა მე მეთქმის მარიამო, პატარა მარიამო!“...საღამოს ახალი აღქმა იპოვა სასთუმალთან ვაჩემ .... წავიდა მარიამი და შვება, პატიება სიყვარული დატოვა. თავად სიხარული წაიღო. აი,  ის ,ვაჩეს ეზოში  მეწამულ კოცონად აალებული პატიების სიხარული....
                       ევასგან შესცდა ადამ ....მარიამმა შვა იესო და იესომ იხსნა ადამი.... 
                    კვირა დილით ეკლესიაში მიდის ვაჩე , სინანულის ღადარში რკნასავით ნალღვობი, აწ უკე  ახალი კაცი.... ადამიანი....
                                                                                                                                                                                    14 10 2014 წელი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი