ჩვენი ცხოვრება


დროდადრო ვილხენთ, რაც ეგზომ გვშვენის, 
ზოგჯერ კი დარდი შეგვძრავს გულამდე, 
ამგვარად მიდის ცხოვრება ჩვენი 
გაზაფხულიდან - გაზაფხულამდე.
დღეს თუ ოდნავ კრთის სინათლე რწმენის,
ხვალ მისი სხივი ააღწევს ცამდე,
და ასე მიდის ცხოვრება ჩვენი 
ფოთოლცვენიდან - ფოთოლცვენამდე. 
ბუნების ნება მკაცრია მარად, 
შევუერთდებით წარსულის ლანდებს, 
მაინც არ ვცხრებით - არა და არა,
მაინც ვბობოქრობთ აღსასრულამდე !

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი