ემსახურები სამშობლოს გულით (თამაზ წივწივაძეს)


ემსახურები სამშობლოს გულით, 
ემსახურები სამშობლოს ნაღდად, 
ქართული მოდგმა ღვთიური შუქით 
რომ ამშვენებდეს სამყაროს მარად.

დიდ წინაპართა აჩრდილებს ხედავ,- 
ახლოს თუ შორად, დარსა თუ ავდარს, 
ერის სვე-ბედი გადარდებს მეტად, 
გათელვა ჩვენი ბევრს უნდა რადგან.

როგორც ბორბალი, დრო ბრუნავს თვალწინ, 
სულ გაცისკროვნებს იმედის ძალა,
თქვენებრ ბასრი და სუსხიან კალმით
სიმართლე უთქვამს ჯერ არვის, არა.

შეჩერდე ერთხელ,- ოდნავაც არ გსურს, 
უშიშრად ებრძვი მტერს, ასე მზაკვარს, 
კვლავ დაუამე ტკივილი მამულს,
მამულს სალოცავს, ბატონო თამაზ!



წიგნიდან: თამაზ წივწივაძე შინ და გარეთ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი