აჯამეთის ტყე (ტყე ტაძარივით იყო მაღალი - გალაკტიონი)


ვესტუმრე მუხნარს - ტყეს აჯამეთის, 
მუხები მშვიდად მეგებებიან, 
რტოებგაშლილი გოლიათები
ცად აზიდულან, ღრუბლებს სწვდებიან.

აქ განვიცადე რა სიმყუდროვე,
რა სპეტაკი და უფლისმიერი,
ძველებრ ვიგრძენი, ის სითბო ვჰპოვე -
სუნთქვა წინაპრის, სუნთქვა ძლიერი.

ამ მუხებს ახსოვთ ჩემი მღიმარე 
ბავშვობის დღეთა ნათელ-შუქები. 
ო, გმადლობ ტყეო, რომ შემინახე 
განძი წარსულის, როგორც ნუგეში.

ისევ თქვენთან ვარ, ფიქრს განდობთ რამდენს, 
(თუმც ვერ გიხილავთ, მუხებო, ერთხელ...), 
დროთა ქარიშხლებს რომ გავუმკლავდე - 
დამაიმედეთ და გამამხნევეთ !..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი