სოხუმი და სოხუმის ზღვა


როგორც ადრე, როგორც წინათ, 
გაირბინეს სწრაფად წლებმა, 
მენატრება სოხუმი და
სოხუმის ზღვა მენატრება.

სოხუმის ზღვის ეშხი წრფელი, 
ვით ოცნება გულში ელავს, 
მოყიჟინე თოლიები
ზღვას ეტრფოდნენ საკვირველად.

სოხუმს მწვანე და ძვირფასი 
უხდებოდა ის სამოსი,
ფრთებს გაშლიდა ზღვის ნიავი, 
ჩურჩულებდა კვიპაროსი.

ყველა ქუჩა მახსოვს ახლაც, 
დიდი ბაღიც, მუდმივ წყნარი, 
მახსოვს ირგვლივ მზერა თვალთა, 
ნათელი და მომღიმარი.

როგორც ადრე, როგორც წინათ, 
გაირბინეს სწრაფად წლებმა, 
მენატრება სოხუმი და
სოხუმის ზღვა მენატრება...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი