ეპიტაფია
გასრულდა მაინც რა სწრაფად ჩემი სავალი ბილიკი, დავემშვიდობე საწუთროს სინანულით და ტკივილით. მიხილავს მზის ელვარება, ცივი ავდრებიც, დამღლელი, გულს მემჩნეოდა იარა, მშფოთვარე წლების ნახმლევი. - ლექსი უყვარდა რარიგად,- ის იტყვის ვინც მომიგონებს, ვუმადლი არსთა გამრიგეს,- ღამეს ვუთევდი სტრიქონებს. გასრულდა ჩემი ბილიკი - სევდის ლიპი ქვით ნალესი, მიწას ჩავბარდი მშობლიურს - გოგბერაშვილი ალექსი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი