ბოლო ლექსი


როს დავლანდავ უკუნეთს - 
მომლოდინე სიკვდილის, 
მაინც დავიჩურჩულებ 
ერთობ ღონემიხდილი: 
გმადლობ, არსთა გამრიგევ, 
დამანახე საწუთრო,
ფლიდი, ნისლივით მღვრიე, 
მადლიანიც და მყუდროც. 
მუზა მასხივოსნებდა,
ცას ვწვდებოდი ოცნებით, 
ვწერდი სპეტაკ სტრიქონებს, 
პოეზიის მლოცველი.
დღე მთავრდება ნათელი, 
ნება-ნება ბინდდება, 
ვაჰმე, სულის სარკმელი 
უსაშველოდ ფითრდება.
. . . და ეს ჩემი სათქმელი
ბოლო ლექსი იქნება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი