ტრიოლეტი


როგორ შემეტყო უშენობა, დავნაღვლიანდი... 
შენი ღიმილი მენატრება დამათრობელი,
მე დამეუფლა სიყვარულის გრძნობა დიადი, 
როგორ შემეტყო უშენობა, დავნაღვლიანდი.
როცა ერთად ვართ, მავსებ ლხენით, მავსებ სიამით, 
და მნუსხავს შენთა თვალთა ეშხი, შუქის მთოველი, 
როგორ შემეტყო უშენობა, დავნაღვლიანდი...
შენი ღიმილი მენატრება დამათრობელი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი