ახალი წელი


გვესტუმრა წელი ახალი, 
ეშხით სავსე და გულლაღი, 
სახლში სითბოა სხვაგვარი, 
ცეცხლი ბრიალებს ბუხარში.

დაე, მამული ბრწყინავდეს - 
მსგავსად შუქმფინარ მნათობთა, 
შევაქოთ მადლი სხივსავსე,
და დავგმოთ მუხანათობა.

თუ რწმენის სანთელს არ ვაქრობთ,- 
არც როდის განვიძარცვებით,
მუდამ გვამკობდეს საამო 
და სანუკვარი განცდები.

გვესტუმრა წელი ახალი, 
ეშხით სავსე და გულლაღი, 
სახლში სითბოა სხვაგვარი, 
ცეცხლი ბრიალებს ბუხარში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი