ვაზი


მარტმა შთანთქა ხელად - 
მწვავე სუსხი ზამთრის, 
ელოდება გლეხკაცს 
ცრემლჩამდგარი ვაზი. 
ვაზს ვუცქერით რიდით
და კეთილი ზრახვით, 
ვართ უდავოდ ღირსი 
ოდითგანვე - ვაზის.
თავს დაგვატყდა, მართლაც, 
ბევრზე ბევრი ზვავი, 
გვინათებდა სავალს
შუქი ჩვენი ვაზის. 
ვერ აღგავა მტერმა, 
თუმც გაკაფა ასგზის,
ძალას გვმატებს დღესაც - 
ღვთაებრივი ვაზი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი