ბუხართან
ბუხარო, გეტრფი რარიგად - გრძნობით წრფელით და მხურვალით, შენ მანუგეშებ, ცხადია, რამდენ ტკივილთა მკურნალი. გიმხელ სადარდელს - არ ვმალავ, გიმხელ სურვილს და მოლოდინს, ეჭვს გარეშეა, არ გამთქვამ და მიერთგულებ ბოლომდის. არასდროს ჩაქრე, ბუხარო, მირიად ფიქრში გართული, კვლავ მომიყევი უბადლოდ - ძველი ამბები წარსულის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი