ზამთრის მწუხარე მელანქოლია
იანვრის ყინვამ მზის სხივი მკრთალი - მთლად წარიტაცა და შთანთქა სრულად, ეზოს არ ალხენს ჩიტთა ჟრიალი - შეციებულნი - სად შეყუჟულან. არ იმშვენებენ ხეები ღიმილს, დგანან უჩუმრად, გატრუნულები, მაინც რა დიდხანს, ვნებაგაცლილი ისმის კივილი, ტყისპირს - ტურების. მოწყენილია ყველა ორღობე, არ ჭრიალებენ აღარც ურმები, ბუნება ირგვლივ აშკარად გოდებს, ბუნება ნაღვლობს სასწაულებრივ. . . . უიმედობას ვამარცხებ ახლაც, და რომ დამთრგუნოს, მე არ მგონია, იმედის ძალას ვერ დამიკარგავს ზამთრის მწუხარე მელანქოლია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი