ჭური (სიმღერა)


ამ ვეება და ძველისძველ ჭურში 
ოდნავ არ კრთის ღვინო ქარვისფერი, 
არვის უხმობს, მორევია რული, 
თვლემს სიჩუმით ერთობ მოქანცული.

და მოელის შემოდგომის ნუგეშს,
როცა რთველი  გულს გაიხსნის თბილად,
საწნახელი კვლავ დააფრქვევს სურნელს
და ჭურს ტკბილით დაუამებს უბეს.

დამთავრდება დაღვინება  მაჭრის, 
განუზომელ შვებას იგრძნობს ჭური, 
მერე ღვინო ორშიმოდან თვალწინ 
იწკრიალებს საკვირველი ჰანგით.

ვით მერცხალი - ქარს მიჰყვება წლები,
ხან მოწყალე, ხან დაუნდობელი, 
ჭური სავსე ლხენითა და სევდით, 
დღემდე არის შეუცვლელი ბედის.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი