იელის თვალწინ
ვუმზერ ჩემ სოფელს. დღეა აპრილის, აქ გულის ლხენას ზეცამდის გაზრდის - მერცხლის ჭიკჭიკი ვნებად დაღვრილი და ცრემლჩამდგარი ნეტარი ვაზი. აქ ძალა ერთვის ფიქრებს და გრძნობებს - და მეყსეულად ვივსები მრწამსით, ვიხილავ ტყეში იელს მათრობელს და გავბრუვდები იელის თვალწინ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი