ამაოება


დაღონებულან ხეთა რიგები, 
იძარცვებიან, ვითარცა წინათ, 
ფოთლები მჭკნარი, ფერმიხდილები - 
ენარცხებიან ცახცახით მიწას... 
ენარცხებიან და გვახსენებენ
ამაოებას - ბუნდოვან ყოფის,
ჩვენც როგორ გვძარცვავს დრო-ჟამი დღემდე,
შეუმჩნეველად, თანდათანობით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი