ძველი სენი
მწვავე ფიქრმა დაიურვა გული და საგრძნობლად მიფერმკრთალებს იმედს, რად ბატონობს ჩემს მამულში შური, ძველი სენი, ახლაც სინამდვილე. პირველობა მაინც რამდენს უნდა და ამ სწრაფვას მტრობა მარად ერთვის, არ მომხდარა უნებურად, თუნდაც, ძმათა მკვლელი - ომი ბაზალეთის. და საზღვარი არ აქვს,- როგორც წესი, ქართველების ერთმანეთთან ჭიდილს, დღემდე ღვივის მრუმე, ყორნისფერი, ქიშპობა და ის ფარული იჭვი. . . . გთხოვ, უფალო, კვლავ აგვავსე რწმენით და მოგვმადლე სიყვარულის ნიჭი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი