დილაადრე
დილაადრე, სისხამზე, თვალს გავახელ როცა, მუზა შუქმომფინარე იმწამს მჩუქნის კოცნას. ღვთის მადლი და წყალობა - დღემდე კვლავაც მყოფნის, სხვა სურვილი არ მქონდა, ვარ მეხოტბე სოფლის. ალვის ფოთლებს ნიავი აჩურჩულებს, აკრთობს, წრფელი და გამჭვირვალი ფიქრი ისევ მათბობს. რა ბევრია მღიმარი ყვავილები მინდვრად, სიცოცხლე აქ მიხარის, სიკვდილიც აქ მინდა. დილაადრე, სისხამზე, თვალს გავახელ როცა, მუზა შუქმომფინარე იმწამს მჩუქნის კოცნას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი