ხსოვნა ძვირფასი (ხსოვნის ალბომისთვის)


თქვენ განერიდეთ უნდო საწუთროს, 
(ზეცის ბინადართ გესაუბრებით), 
აღარ მღელვარებთ, აღარ ხმაურობთ, 
ერთობ მკაცრია წესი ბუნების.

მოგვენატრებით. . . და გადავფურცლავთ
ალბომს ხსოვნის და არდავიწყების, 
ეს სურათები ასე სანუკვარ
ფიქრებს მოგვმადლის გარდასულ წლების.

დრო-ჟამი ბრუნავს დღისით და ღამით, 
თან ახლავს დარდი, თან ახლავს შვება, 
ხსოვნა ძვირფასი რწმენით გამთბარი, 
არც არასოდეს არ დამთავრდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი