ჩემი საგამზრდელო


მხოლოდ ქართულ მიწაზე ვდგავარ ისევ ღონივრად,
ვეტრფი სოფელს მშობლიურს, მარად მზისებრ მომღიმარს.

რწმენით უვსებს სოფელი სუნთქვას - მამულს ყოველთვის,
ჩემი საგამზრდელო და მუზა ჩაუქრობელი.

სოფელს ვხედავ დაცლილს და რარიგ ვგმინავ ტკივილით,
ვკიცხავ, ვინც ტკბილ ბავშვობის დაივიწყა ბილიკი.

და მერე რა, თუ ჯაბნის ეს დრო ნიავს სისწრაფით,
ძილშიც უნდა გვესმოდეს ექო ხმისა - წინაპრის!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი