განთიადის სინონიმები
თვალს ვადევნებ გათენებას - დღე და ღამის გაყრას, მოუღლელი გრილი სიო ანანავებს ყანას. იპყრობს სივრცეს დაფიონი, რა წყნარად და მშვიდად, ვით სპეტაკი ტაძრის გუმბათს - ბერის ლოცვა წმინდა. ფრთხილად აღებს ახლა სარკმელს მუხის ძველი ოდა, სულ სხვა არის განთიადი დანახული სოფლად. რარიგ ამკობს აცისკრებას ტკბილი ჰანგი შაშვის, რომ გადასწვდა ერთიანად - ეზოს ფართოდ გაშლილს. ვინ არ ეტრფის ამ აისის გულის ლაღად გახსნას, მართლაც, ხიბლი აქვს იმგვარი - ვაზს რომ მამა გასხლავს. ალიონზე ცხადად ვიგრძენ ის სიცოცხლის ძალა, როცა ვდარდობ - სიხალისეს დამიბრუნებს კვლავაც. ცაა ლურჯი, გამჭვირვალე, ღრუბელი არ ქუფრავს, მავსებს რწმენით და იმედით გარიჟრაჟის სუნთქვა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი