ტრფიალით სწორნი
ღამეულ ლტოლვას მე ვანდობ მთვარეს... მუხის კარებზე მუხის ურდული, „მიყვარხარ“,- გეტყვი და ვგრძნობ შენს განცდებს, შენ გამღელვარებს ჩემი ჩურჩული. ძარღვებში ვნების ეს ცეცხლი ელავს, ერთმანეთს ვეძებთ ტრფიალით სწორნი, ჩვენ ვეთხოვებით ამ ღამეს ელამს და თრობის ნავზე ავდივართ ორნი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი