იმერეთი
იმერეთის ცა და მიწა - სულ სხვაგვარად მომხიბლავი, ფიფქთა ბარდნაც, დარიც, წვიმაც, ნიავიც და კრთომაც ალვის. შეგებება სტუმარს ლაღად, - „გენაცვალე“, - თბილად თქმული, იუმორის მეტი განცდა, სიტყვაც ბევრჯერ გარითმული. ფუსფუსებენ ვაზის ირგვლივ - სიყვარულით, ისევ ტრფობით, შრომა, მადლი და სინდისი - დღენიადაგ შესამკობი. არვინ არის - მთას თუ ბარად ძველ ადათ-წესს ოდნავ გმობდეს, იმერეთში საგრძნობ ძალას და სანუკვარ შვებას ჰპოვებ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი