პოეტი


პოეტს ზოგჯერ გროშიც არ გააჩნია,
მაინც არ თვლის თავს ღარიბად არასდროს, 
ლოცავს იმ დღეს, სასწაულს და მადლიანს, 
პირველად რომ ფიქრი სტრიქონს გაანდო.
თუ გულს ლექსი ააბორგებს წამითაც, 
პოეტი კვლავ არ დამშვრალა ამაოდ, 
რწმენით ხვდება ცვარნაპკურებ განთიადს,
არ ჰგავს ღრუბელს პირქუშს, ბნელს და საავდროს.
პოეტს ზოგჯერ გროშიც არ გააჩნია,
მაინც არ თვლის თავს ღარიბად არასდროს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი